სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამტრედიის N11 საჯარო სკოლის ეკოკლუბი აქტიურად მუშაობს 
13-05-2019
-
+


სამტრედიის N11 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ვუერთგულოთ ბუნებას“ სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობას აქტიურად ახორციელებს. 

კლუბთან არსებულმა საგუშაგო „სხივის“ ( VII/1 კლასი)  წევრმა მოსწავლეებმა გადაწყვიტეს საქველმოქმედო აქცია ჩაეტარებინათ. მათ ქალაქის ქუჩებში თავიანთი მონდომებითა და შრომით მოპოვებული ტკბილეული დაარიგეს. მოსწავლეებს არც ქუჩის ძაღლები დარჩენიათ ყურადღების მიღმა და საჩუქარები მათაც შეხვდათ. 

„ამ აქციას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი, რადგან დღესდღეობით საქართველოში დიდია გაჭირვებულ ადამიანთა რიცხვი, ჩვენი მიზანია ხშირად დავეხმაროთ და გაუთბოთ გულები მათ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება“ - აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

გარდა ამისა, კლუბმა უკვე დაიწყო მზადება „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019“-სთვის. კურატორებმა მოსწავლეებს გააცნეს კონკურსის თემატიკა, მიზნები და ქულების დაგროვების წესები. მათ ერთობლივად შეადგინეს კლუბის წესდება და სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურადაა გაწერილია კლუბის წევრებისა და ხელმძღვანელების უფლება-მოვალეობები.

სამტრედიის N11 საჯარო სკოლა კლუბს წარმატებებსა და გამარჯვებებს უსურვებს. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დღეს ქართული ენის გამოცდა 30-მა ბრალდებულმა ჩააბარა, მათგან 10 გოგოა

„მოიდა ჯაყოიიი... დიდი დაბრუნება 2022 წლის შემდეგ“ - მეორე ვარიანტის საკითხი ცნობილია

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

დიდი შოთა და გმირთა ვარამი პირველ გამოცდაზე - საკითხები ცნობილია

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლის ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები ყოველთვის განსაკუთრებულია, თუმცა ანბანის გაცილების დღესასწაული თითოეული მოსწავლისთვის უდიდესი ეტაპის დასაწყისია

თასი და მადლობის სიგელი გადაეცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის დირექტორს

 

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება