| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„მეგობრობა გზად და ხიდად“ - ამ დევიზით ეწვივნენ წალკის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „აისის“ წევრები დარაქოვის საჯარო სკოლას.
კლუბ „აისის“ წარმომადგენლებმა ( მ. ჩხეტიანი, ლ. გოგიჩაიშვილი, ნ. ბარამიძე, მ. სუბელიანი.) თემაზე - „ტოლერანტობა“ პრეზენტაციები ჩაატარეს.
დარაქოვის საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებმა იმიტირებული „სასამართლო პროცესი“ წარმოადგინეს. აქტივობას მასწავლებელი გ. განდილიანი ხელმძღვანელობდა.
წალკის N1 საჯარო სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრაზე გამოიკვეთა საკითხი: დარაქოვის სამოქალაქო განათლების კლუბის დაფუძვნების შესახებ, შეირჩა სახელწოდება “ანი„ (ერევანის ძველი სახელწოდება „ანისი“).
„შეხვედრის მაღალ ორგანიზებულ დონეზე ჩატარება სკოლის დირექტორის ალისა აბაჯიანის ჩართულობამ უზრუნველყო, შეხვედრის ორგანიზება, სამუშაო გარემო,„სასამართლო“ პროცესის ჩატარებისთვის შექმნილი რესურსი, ატრიბუტიკა.
მონაწილეთა ჩაცმულობა (სპეციალური ფორმა), ნამდვილ სასამართლო პროცესს წარმოადგენდა.
დამეგობრებულმა სკოლებმა შეიმუშავეს ერთობლივი სამუშაო გეგმა. სამიზნე სკოლების სამოქალაქო განათლების კონსულტანტ მასწავლებელმა ც. ხვინთელანმა მადლობა გადაუხადა დარაქოვის საჯარო სკოლის კოლექტივს ღონისძიების ხელშემწყობი პირობების უზრუნველყოფისათვის და ორგანიზებისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად