| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის წიწკანაათსერის საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებელმა მაია ჯანიაშვილმა ჩაატარა შიდა დაკვირვების გაკვეთილი თემაზე „რიცხვების შეკრება 1000-ის ფარგლებში“.
გაკვეთილი III კლასში ჩატარდა.
მასწავლებლის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში განევითარებინა სამნიშნა რიცხვების შეკრების, ზეპირი და წერითი ხერხები და ამ ხერხების გამოყენების უნარ-ჩვევები. მოსწავლეებმა ახლად შესწავლილი შეკრების მრავალფეროვანი მეთოდები სხვადასხვა ჯგუფურ და წყვილში შესასრულებელ დავალებებში მაღალი მოტივაციით შეასრულეს და საკუთარი ნაშრომების მინი-პრეზენტაცია წარმოადგინეს. ასევე, ძალიან საინტერესი იყო მათემატიკურ კროსვორდზე მუშაობა.
„მოსწავლეები გატაცებით, აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში და მასწავლებლისაგან საჭირო რეკომენდაციებსაც იღებდნენ. გაკვეთილი მოსწავლეების განმავითარებელი შეფასებით და ახალი ნასწავლი თემის შეჯამებით დასრულდა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად