სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღების საჯარო სკოლის V კლასში ინგლისურენოვანი პროექტი - „დაზოგე ენერგია“ ჩატარდა
30-04-2019
-
+


ონის მუნიციპალიტეტის ღების საჯარო სკოლის V კლასში ჩატარდა ინგლისურენოვანი პროექტი თემაზე - Save Energy (დაზოგე ენერგია).

პროექტის ხელმძღვანელი - პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელო და ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი - თამარ სამსონიძე გახლდათ.

მოსწავლეებმა შეისწავლეს ენერგიის წყაროები. ერთმანეთისგან გამოყვეს განახლებადი ენერგიის (გეოთერმული, ბიომასის, წყლის, ქარის, მზის) და არაგანახლებადი ენერგიის წყაროები (ბუნებრივი საწყვავი: ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი საწვავი, ტორფი).

შეისწავლეს რა განახლებადი და არაგანახლებადი ენერგიის წყაროები და მათგან ენერგიის მიღების გზები, დაამზადეს კედლის გაზეთები სახლში ენერგიის დაზოგვის 30 ტიპზე და შექმნეს კედლის გაზეთი ენერგის განახლებად და არაგანახლებად ენერგიის წყაროებზე.

მოსწავლეებმა ასევე, ააგეს ვენის დიაგრამა ენერგიის დაზოგვის შესახებ. მასწავლებელმა მოსწავლეებს წარმოუდგინა პრეზენტაცია სლაიდ-შოუს საშუალებით თემაზე: „ენერგიის ფორმები და ცვლილებები“. მოსწავლეებმა ნახეს ანიმაციური ფილმი ენერგიის დაზოგვაზე და დაწერეს ქვიზები განახლებადი და არაგანახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ. მოსწავლეებმა გააცნობიერეს ენერგიის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასიცოცხლო რესურსია.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება