სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში ღონისძიება „ქართული მარტო ენაა?!“ ჩატარდა
25-04-2019
-
+


ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ დედა ენის დღეს ღონისძიება ,,ქართული მარტო ენაა?!“ მიუძღვნა. 

საღამოზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. 

„ენა დედაა, ენა ზეცაა“ სიტყვა წარმოთქვა XI კლასის მოსწავლე მარიამ აბულაძემ, საღამო მიყავდა X კლასის მოსწავლე ხატია აბულაძეს, სკოლაში არსებულ ხალხურ საკრავებზე შემსრულებელთა ჯგუფმა „ხომლმა“ შეასრულა სიმღერები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

ღონისძიება დეკლამატორთა კონკურსით დასრულდა, რომელშიც 15 მოსწავლე მონაწილეობდა. 

ისინი საგანგებოდ არჩეულმა ჟიურიმ შეაფასა, რომელიც პედაგოგებისა და მაღალი  კლასის მოსწავლეებისაგან შედგებოდა. დამსწრენი ოვაციებს ვერ მალავდნენ ზ. სალუქვაძის, თ. ელიავას, შ. შამანაძის, შ. ნიშნიანიძის, მ. მაჭავარიანის, გ. ლეონიძის და სხვათა შთმბეჭდავი ლექსების წაკითხვისას.

საბოლოოდ, უმაღლესი ქულები და მაყურებელთა დიდი მოწონება VI კლასის მოსწავლე დაჩი აბულაძემ და VIII კლასის მოსწავლე ოლეგი აბულაძემ დაიმსახურეს. II ადგილზე VII კლასის მოსწავლე ლანა აბულაძე გავიდა. გამოვლინდა მაყურებლის სიმპათია - VIII კლასის მოსწავლე მანუჩარ აბულაძე. 

მოსწავლეებს სიტყვით მიესალმა სკოლის დირექტორი ა. აბულაძე. 

კონკურსში გამარჯვებულ და მონაწილე მოსწავლეებს სკოლის დიექციამ ფასიანი საჩუქრები გადასცა. 

ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელს, მანანა ქამადაძეს, სკოლის დირექციას და კონკურსში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს.

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება