სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სომხების გენოციდთან დაკავშირებით მსვლელობა მოაწყვეს
25-04-2019
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სომხების გენოციდთან დაკავშირებით მსვლელობა მოაწყვეს.

„24 აპრილი ყველაზე მძიმე დღეა ეთნიკურად სომეხი ხალხის ცხოვრებაში. ამ დღეს განხორციელდა გენოციდი, რომელიც ყველაზე სასტიკადაა მიჩნეული. ამ დღეს კარწახის საჯარო სკოლა ყოველ წელს აღნიშნავს დაღუპულთათვის პატივის მიგების მიზნით.

წელსაც სკოლამ მოაწყო მსვლელობა მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად ყვავილებითა და სანთლებით, დაღუპულთა მემორიალთან.

სკოლის დირექტორმა  კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობის შესახებ, კიდევ ერთხელ შეახსენა მოსწავლეებს, რომ მართებთ ამ ადამიანებისადმი პატივისცემა, პატივისცემა უდანაშაულო მსხვერპლთა მიმართ. დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას“,-ნათქვამია კარწახის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

სომხების გენოციდი - ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 1915-1918 წლებში, რომელიც მოყვა სომეხთა აჯანყებებს. გენოციდის დასაწყისად ითვლება 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა აჯანყებისათვის დაესაჯა ეთნიკური სომხები, რომლებიც განუდგნენ მათ სახელმწიფოს და კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება