სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსში - „ჩვენ და უცხოური ენები“ გამარჯვებულებს შორის მოხვდნენ
22-04-2019
-
+


ლანჩხუთის N3  საჯარო სკოლის, საქართველოს მილსადენის კომპანია Bp-ს და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთობლივი კონკურსის „ჩვენ და უცხოური  ენები“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

კონკურსი ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში გაიმართა და მასში ლანჩხუთის საჯარო სკოლების და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის 100-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.

კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა, პირველ ეტაპი ტესტირებას დაეთმო, მეორე ეტაპზე უცხოელ პედაგოგებთან გასაუბრება შედგა.  კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გამოვლინდა გამარჯვებულები, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში,  რომლებსაც სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა,  ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ და ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის  უფროსმა ნინო ჩიტაძემ.

ცერემონიალს უძღვებოდა ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჯიმშელეიშვილი.

გამარჯვებულებს შორის იყვნენ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც:

ინგლისურ ენაში - პირველი ადგილი დაიკავა დაჩი ნაკაიძემ (Vკლასი), მეორე ადგილი - გიორგი ღლონტმა (X კლასი), კოკა ჩავჩიძემ და ლიკა აფხაზავამ (VIII კლასი).

რუსულ ენაში -  პირველი ადგილი ლიზი თურქიამ (X კლასი) არავის დაუთმო, მესამე დიმიტრი მაჩიტიძემ (X კლასი) დაისაკუთრა.

გერმანულ ენაში - პირველი ადგილი თეა იმნაძემ (X კლასი) დაიმსახურა, მეორე ადგილიც  სალომე კაცაძეს (X კლასი) ერგო.

სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ აგრეთვე ზურაბ ზარიძე, ანა შეწირული,, ზურა ხვიჩია, ანანო წილოსანი, დათო გოგუაძე, ლუკა მაჩიტიძე, ირაკლი შალიკაშვილი და ზურა ხოფერია.

საჩუქრების გადაცემა არც პედაგოგებისთვის გამორჩენიათ  - ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლიდან გერმანული ენის მასწავლებელს მარინა მორჩილაძეს,  ინგლისური ენის მასწავლებელს ნათია ფირცხალაიშვილს და რუსული ენის მასწავლებელს ნატალია ჭელიძეს  გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ პირველი ადგილის დაკავებას დიდი სიამაყით ულოცავენ
 
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება