სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩქუმის საჯარო სკოლაში ტრადიციული დასუფთავების აქცია მოეწყო
19-04-2019
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის ჩქუმის საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია მოეწყო. მოსწავლეებმა დაასუფთავეს ეზო, დარგეს სხვადასხვა ყვავილის ნერგები. ასევე,  სკოლის ტერიტორიაზე არსებული კოლხური ბზის ნერგები, მათი გამრავლების მიზნით დაურიგეს მსურველ ოჯახებს.

„ცაგერის მუნიციპალიტეტის ჩქუმის საჯარო სკოლა, მიუხედავად მცირე კონტიგენტისა, ყოველთვის ცდილობს სასწავლო პროცესი ისე წარმართოს, რომ მოსწავლეებისათვის მრავალფეროვანი და საინტერესო გარემო შექმნას. მიმდინარე წელსაც გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ვაგრძელებთ ტრადიციას!

როგორც კი დღეები დათბა დავასუფთავეთ სკოლის ეზო... ეზოს დასუფთავებისას შევამჩნიეთ მრავალწლოვანი კოლხური ბზის ძირებში პატარა ბზის ნერგები. გაჩნდა იდეა,რომ ეს ნერგები ჩაგვერგო პატარა ყუთებში და დაინტერესებული ოჯახებისათვის მიგვეცა საჩუქრად. მოსწავლეების მხრიდან დიდი იყო ხალისი და მონდომება. ამით ბავშვებმა თავისი წვლილი შეიტანეს  კოლხური ბზის გადარჩენისა და გამრავლების საქმეში.

ჩვენს თემში არსებობს წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი. მოსწავლეების სურვილით ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რამოდენიმე ყუთი პატარა ბზის ნერგები გადასცეს საჩუქრად ტაძრისათვის.... ერთ იდეას მეორე იდეა მოჰყვა... გაჩნდა სურვილი გაგველამაზებინა სკოლის ეზო ახალი ყვავილების ნარგავებით, ამ იდეასაც ხორცი შეესხა...ყველამ გადაინაწილა საქმე და ჩვენს ეზოს არაერთი ყვავილის ნერგი შეემატა“, - განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება