სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სიმონიანთხევის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „სითბოსა და სიყვარულის 47-ე ქრომოსომი“ გაიმართა
19-04-2019
-
+


თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმონიანთხევის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ღონისძიებით „სითბოსა და სიყვარულის 47-ე ქრომოსომი“ აღნიშნეს.

X-XII კლასების მოსწავლეებმა ჩაატარეს აღნიშნულს თემაზე კლასის საათი. ღონისძიება ბიოლოგია-ქიმიის მასწავლებლის, ზინაიდა ბეინაშვილის აქტიური მონაწილეობით წარიმართა.

მოსწავლეებმა აღნიშნული ღონისძიებისათვის შექმნეს სპეციალური კუთხე შესაბამისი სურათებითა და პლაკატებით, რომელიც „მზის შვილებს“ მიეძღვნათ. ღონისძიების დასაწყისში ერთმანეთს გააცნეს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული წიგნებისა და ინტრნეტის საშუალებით მოძიებული საინტერესო მასალები.

„მოსწავლეებმა პირველ რიგში გაიგეს, რომ დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა, რომელიც არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები; დაუნი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას დამაკნინებელ სიტყვად, ვინაიდან ჯონ დაუნი გახლდათ ინგლისელი ექიმი და მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი; რომ 21 მარტი შემთხვევით არ არის შერჩეული დაუნის სინდრომის დღედ, ვინაიდან დაუნის სინდრომი ეწოდა მდგომარეობას, როდესაც ჩვეულებრივ, 46 ქრომოსომის ნაცვლად გვხვდება 47 ქრომოსომი 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება, შესაბამისად, რიცხვი - 21 შერჩეულია 21-ე ქრომოსომის სიმბოლოდ, ხოლო წელიწადის მე-3 თვე, მარტი-ტრისომიული მოვლენის; არც ჭრელი წინდებია სინდრომის შემთხვევითი სიმბოლო - წინდა ქრომოსომის ფორმას მოვაგონებს.

მთელ მსოფლიოში სიმბოლურად ადამიანები ზოლიან წინდებს იცვამენ. ამ აქციით ისინი გამოხატავენ სოლიდარობას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ; დაუნის სინდრომით ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება; დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შეიძლება ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს; მზის შვილები კი იმიტომ ეწოდებათ, რომ ამ სინდრომის მქონე ადამიანებმა არ იციან რა არის, ბოროტება, სიძულვილი და შური, ისინი მზესავით მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეს, სითბოსა და სიყვარულს ასხივენებენ და ჩვენს ირგვრივ სამყაროს გვილამაზებენ, გვასწავლაინ ბევრ რამეს. ისაუბრეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ცხოვრებაზე, ცნობად სახეებზე, მათ სოციუმში ინტეგრაციაზე და სხვა.

ინფორმაციების წარდგენის შემდგომ ბილოგიის-ქიმიის მასწავლებელს დაუსვეს კითხვები აღნიშნულ ბიოლოგიურ მოვლენასთან დაკავშირებით, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ღონისძიების ბოლოს კი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ სოლიდარობის ნიშნად „მზის შვილების“ კუთხის პლაკატზე ფერადი ანაბეჭდები გააკეთეს, სკოლის ეზოში კი მზის გამოსახულებები გააცოხლეს სიკეთის საერთაშორისო დღის ნიშნად, ნიშნად იმისა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ამ სამყაროს ანგელოზები არიან, რომ მათ ვუყვარვართ ერთით მეტჯერ, ვიდრე ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, რომ ვუყვარვართ ძალიან და უანგაროდ. X-XII კლასების დამრიგებელი ეკა ქაშიაშვილი“,-ნათქვამია სიმონიანთხევის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ღონისძიებით გააცოცხლეს იმერული შემოდგომა
 
პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს
 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება