სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული კითხვის კონკურსში მონაწილეობდნენ
18-04-2019
-
+


წალენჯიხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დედა ენისა და სიყვარულის დღესთან დაკავშირებით კონკურსი; „ო, ენავ, ჩემო - ერთი ლექსის საღამო“ გაიმართა. 

კონკურსში VIII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

წალენჯიხის N4 საჯარო სკოლიდან კონკურსში მონაწილეობდა სამი მოსწავლე: გიორგი ფელანგია, გიგა კვარაცხელია და მარიკა კვარაცხელია.

ჟიურიმ გამოავლინა რაიონის მასშტაბით გამარჯვებულები და მესამე ადგილი ერგო გიორგი ფელანგიას. 

„ვულოცავ გიორგის დამსახურებულ წარმატებას. აქვე მინდა მივულოცო თითოეულ კონკურსანტს, თქვენ სამივენი გამარჯვებულები ხართ ჩემო კარგებო, რადგან იქ სკოლის სახელით იდექით. გიგა, განსაკუთრებულად გრძნობდი და განიცდიდი ლექსს, მჯერა, რომ ყოველთვის გაუფრთხილდები დედის გულს, რომელიც ასე კარგად წარმოადგინე!  მარიკა, ჩვენო ძალიან დახვეწილო გოგონა, კლასიკურად და დახვეწილად იდექი სცენაზე!  განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მოხალისე, კონკურსგარეშე მყოფ ორ არაჩვეულებრივ ვაჟკაცს: საბა კვარაცხელიას, რომელმაც გააოცა დარბაზი და ლუკა შანავას თავისი კოლხურობით. მიყვახართ, მეიმედებით, ეიმედებით სკოლას“ - აღნიშნა წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თამარ კაკაჩიამ. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება