სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქართული ენა საფრთხეშია!“ - თბილისის N6 საჯარო სკოლაში საინტერესო კონფერენცია ჩატარდა
18-04-2019
-
+


თბილისის  N6 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე „ქართული ენა საფრთხეშია“.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ლელა ტუღუშის ხელმძღვანელობით, აქტივობაში სკოლის მე-5, მე-6 და მე-9  კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის გამომსვლელები ერთხმად აღნიშნავდნენ ქართულ ენაში შემოჭრილი ბარბარიზმების, ჟარგონებისა და დიალექტების სიმრავლეს.

ბავშვებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს, თუ რა იწვევს არსებულ პრობლემებს და როგორია გადაჭრის გზები. 

თითოეულმა კლასმა, რომლებიც გუნდებად იყო დაყოფილი, აღნიშნულ თემაზე კედლის გაზეთები წარმოადგინა პრეზენტაციის სახით.

მოსწავლეებმა საქართველოსა და ქართული ენის სიყვარულზე ლექსები წაიკითხეს.

კონფერენციას ფონად გასდევდა გურამ გორდეზიანის ლექსზე შექმნილი მანანა იმედაძის ,,ჰიმნი დედა ენას“ და ირაკლი აბაშიძის ,,ხმა კატამონთან“(,,ო, ენავ ჩემო“) ირმა სოხაძის შესრულებით.

იხილეთ ფოტოები



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება