სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაშმის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს საინტერესო ღონისძიებები მიუძღვნეს
18-04-2019
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ხაშმის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.

ლამაზმა, შინაარსითა და შთაბეჭდილებებით სავსე ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.

კვირეულში სკოლის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.

პირველი დღე დაეთმო იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის გაცნობას. ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი 2-3-4  კლასის მოსწავლეებთან. ბავშვებმა დედა ენის ავტორზე ვიდეო მასალა ნახეს.     

5-6-7-8 კლასის მოსწავლეებმა დღის მეორე ნახევარში დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში თანამემამულის, რევაზ ინანიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

ღონისძიებები 9 აპრილს დაემთხვა. ხაშმის საჯარო სკოლის ბავშვებმა პედაგოგებთან ერთად პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს მემორიალი. 

კვირეულის ფარგლებში ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება ჩატარდა. პირველი კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღეს მიუძღვნეს ლამაზი ღონისძიება.

მოეწყო კალიგრაფიის კონკურსი, რომლის თითოეული მონაწილე სიგელებით, გამარჯვებულები კი  პედაგოგების მიერ შეძენილი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ასევე მოეწყო გასეირნება დედა ენის ბაღში.

კვირეული, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები და დირექცია ხელმძღვანელობდნენ, საზეიმო კონცერტით დაიხურა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება