სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისში“ პრეზენტაცია - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ მოეწყო
17-04-2019
-
+


საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იუბილისადმი გამოცხადებული პროექტის ფარგლებში, ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ მე-7 კლასის მოსწავლეთა და მათი ხელმძღვანელის ნინო როინიშვილის ორგანიზებით,  პრეზენტაცია სახელწოდებით „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი „1989 წლის 9 აპრილი“.

ანაბასისელებმა გაიხსენეს თავისუფლებისკენ სვლის დაწყება, 30 წლის წინანდელი საბჭოთა საქართველო, საქართველოს ხალხის დიდი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა და ტრაგედია, რომელიც ისტორიაზე თავისი გავლენის მიუხედავად იმ დროს სხვა საქართველოსთვის თავგანწირვა იყო.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს ისტორიაში 1989 წლის 9 აპრილის როლსა და მნიშვნელობაზე. დისკუსიის შემდეგ ანაბასისელებმა მოაწყვეს მშვიდობიანი მსვლელობა, გმირთა მემორიალთან წაიკითხეს ლექსები, დაანთეს სანთლები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს,  პედაგოგები ნინო როინიშვილი, თეა სამხარაძე და გიორგი ქლიბაძე გახლავთ.

ზუსტად 30 წლის წინ, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაღუპულებს შორის უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც; ამას გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2 000-ამდე პირი. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება