| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის, ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკში მოსწავლეთა რაიონული პირველობაში წარმატებით იასპარეზეს.
ცაგერის კომპლექსური სასპორტო სკოლის ინიციატივით მიმდინარე წლის 29 მარტს ცაგერის გელა ხვადაგიანის სახელობის სასპორტო სკოლაში ჭადრაკში მოსწავლეთა რაიონული პირველობა გაიმართა.
შეჯიბრში ცაგერის, ლასურიაშის, ჩხუტელის და ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონები და ვაჟები მონაწილეობდნენ.
პირველი ადგილი ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ელენე მუშკუდიანმა და გიორგი ახვლედიანმა დაიკავეს. მეორე ადგილი ანი ყურაშვილმა ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლემ და ლევან ყურაშვილმა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ხოლო მესამე ადგილი ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლემ მიხეილ ჭაბუკიანმა და ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლემ ჯიმშერ ლიპარტელიანმა.
გუნდური პირველი ადგილი ცაგერის საჯარო სკოლის გუნდმა აიღო, მეორე ოყურეშის, მესამე კი ლასურიაშის საჯარო სკოლის გუნდებმა.
ღონისძიებას ცაგერის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი ესწრებოდა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა