სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი - „დარისპანის გასაჭირი“ წარმოადგინეს
16-04-2019
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტის რველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1978 წლის 14 აპრილს დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში წარმოადგინეს სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

სპექტაკლს ხელმძღვანელობდა ამავე სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ სტეფნაძე.

სცენის დეკორაციებზე და მონაწილეთა ჩაცმულობაზე იზრუნა მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ ჩადუნელმა.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ:  ნინო გელაშვილი - მართა; ვერიკო მაღრაძე - პელაგია;  ანი დვალაშვილი - ნატალია (პელაგიას ქალიშვილი); საბა ჭკუასელიძე - დარისპან ქარსიძე;  ქეთი ჭკუასელიძე - კაროჟნა (დარისპანის ქალიშვილი);  ნოდარ ბლუაშვილი- ონისიმე; რომა თივათელიძე- ოსიკო 

პიესაში, „დარისპანის გასაჭირი“, რომელიც წამოადგენს ტრაგი-კომედიას და აღწერილია დარისპან ქარსაძის „გასაჭირი“. XIX საუკუნეში შემოსავლის დაკარგვამ, გამოიწვია ქალიშვილების გათხოვების სიძნელე, რადგან არავის უნდოდა უმზითვო ქალი. ასევეა დარისპანიც. ოთხი ქალიშვილი ჰყავს, მაგრამ ვერც ერთს ვერ ათხოვებს. ბოლოს უფროსი ქალიშვილი დაჰყავს კარდაკარ, რათა გაათხოვოს. მიუხედავად თავისი სიგლახისა, კვლავ ტრაბახობს თავისი არარსებული სიმდიდრით და აქებს მუდო ქალიშვილს. პერსონაჟების საქციელი სასაცილოა, მაგრამ ის, რომ მშობლები შვილების თავიდან მოშორებას ცდილობენ, სატირალი და დამამწუხრებელია. მათი ზნედაცემულობა, პირფერობა ქართველი აზნაურების თანდაყოლილი სენი იყო იმერეთში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება