სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჩხერის სამედიცინო ცენტრთან ერთად პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების ელჩი“ განახორციელეს
15-04-2019
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სარეკის საჯარო სკოლამ და საჩხერის სამედიცინო ცენტრმა განახორციელეს ერთობლივი პროექტი „ჯანსაღი კვების ელჩი“. პროექტში მონაწილეობა მიიღო სკოლის დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლემ, მშობელმა და მასწავლებელმა.

„ჯანსაღი თაობის აღზრდას განსაკუთრებული როლი უკავია სკოლის ცხოვრებაში. ჯანსაღი კვება და ჯანმრთელობა დაკავშირებულია მოზარდის ფიზიკურ და გონებრივ აღზრდასთან, თუ მოსწავლეები პატარაობიდანვე გაგებით მოეკიდებიან თუ რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი საკვების მიღებას, ჰიგიენის დაცვას, მაშინ ისინი ადვილად დაძლევენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. პროექტში ჩართული ყველა მოსწავლე მარტივად აითვისებს ჯანსაღი საკვების მიღების აუცილებლობას და გამოიმუშავებს ყველა საჭირო უნარს, რაც კვებას და ჰიგიენას ეხება“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებისთვის ჯანსაღი კვების აუცილებლობის შესახებ ცოდნის მიწოდება, მოსწავლეებისთვის ჰიგიენის წესების გაცნობა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების უნარების გამომუშავება, მოსწავლეებისათვის ცოდნის მიწოდება ჯანსაღი და არა ჯანსაღი საკვების შესახებ, პროექტში ჩართული მოსწავლეთა 80% მიიღებს ცოდნას ჯანსაღი კვების შესახებ.

მიზნის მისაღწევად სკოლაში დასახეს პროექტის ამოცანები: წინამოსამზადებელი სამუშაოები, საინფორმაციო კამპანია, ტრანსპორტირება, პროექტის კოორდინატორთან შეხვედრა, კლინიკაში ვიზიტი, ლექციის ჩატარება ჯანსაღ კვებაზე, ანიმაციური ფილმების ჩვენება, სადილით გამასპინძლება და საჩუქრები, პროექტის შეჯამება, შეფასება. 

პროექტის განხორციელების გზები შემდეგი იყო: სამუშაო ჯგუფის შექმნა, შეხვედრა პროექტის კოორდინატორთან მირანდა ჯანხოთელთან  და ინფორმაციის მიღება პროექტში ჩართულობის შესახებ, ვიზიტი პოლიკლინიკაში და მოსწავლეთა შემოწმება ექიმ მასაჟისტის და პედიატრის, სტომატოლოგის, ოფთალმოლოგის მიერ, ლექციის მოსმენა ჯანსაღ კვებასა და ჰიგიენაზე (ექიმი ნინო თოთაძე), ანიმაციური ფილმების ჩვენება და დისკუსია, კითხვა-პასუხის გამართვა, სადილის მიღება და სუფრასთან ქცევის წესებისა და ჰიგიენის წესების დაცვა, ტრანსპორტირება (დააფინანსა ქეთევან ცაბაძემ) და პროექტის პრეზენტაცია.

„მას შემდეგ, რაც შევხდვით პროექტის კოორდინატორს, მირანდა ჯანხოთელს და  ინფორმაცია მივიღეთ პროექტის შესახებ, აქტიურად ჩავერთეთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად პროექტში. მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულნი, მათ მთელი რიგი წესების დაცვით გაიარეს საჩხერის რაიონულ პოლიკლინიკაში ექიმებთან შემოწმება, მოისმინეს რჩევები,მშობლებმა მიიღეს ინფორმაცია ექიმებისგან, რომელი ბავშვების ჯანმრთელობა იყო გასათვალისწინებელი და საჭიროებდა მედიკამენტოზურ მკურნალობას. კლინიკის საკონფერენციო დარბაზში მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია და გაიმართა კითხვა-პასუხი, უყურეს ანიმაციურ ფილმებს რომელშიც ბავშვისათვის გასაგებად მარტივი ენით გადმოცემული იყო ინფორმაციები ჯანსაღი კვებისა და ჰიგიენის მნიშვნელობის შესახებ. გაიმართა დისკუსია. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული კამათში. მათ მოაწყვეს აბაზანაში სახალისო ბრძოლა ბაქტერიებთან. ბოლოს მოეწყო სადილი და მიიღეს საჩუქრები. სადილის შემდეგ მოხდა ბავშვებისაგან შთაბაჭდილებების გაზიარება რის შემდეგაც ბავშვებს სამახსოვროდ გადაეცათ სამაჯურები წარწერით: „ჯანსაღი კვების ელჩი“. დღემ საინტერესოდ ჩაიარა. ბავშვებმა და მშობლებმა სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავს პროექტში მომავალშიც სიამოვნებით მიიღებდნენ მონაწილეობას“ - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლებისა და ბაღებისთვის 2 მილიარდამდეა ათვისებული - რას მოხმარდა თანხები

ყოველწლიურად თითო კლასს დავამატებთ და არანაირი კონფრონტაცია არ იქნება - მინისტრი სასკოლო ფორმებზე

რომელი ორი კლასი ამთავრებს წელს საფეხურს - დეტალები

თბილისი-ბათუმი - 20 ივნისს Izrune.ge პროექტის კაშკაშა „ვარსკვლავებს“ დიპლომებსა და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლამ და კლასის დამრიგებელმა მე-5 კლასში გააცილეს თაობა, რომელიც მზად არის ახალი მწვერვალების დასაპყრობად

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება