სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლელოვნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფეხბურთის ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
10-04-2019
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის, ლელოვნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფეხბურთის ტურნირში წარმატებით იასპარეზეს.

7 აპრილს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფეხბურთში კოკა-კოლას თასის გათამაშება  გაიხსნა.  ქვეყნის მასშტაბით მისი ორგანიზატორია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ხოლო ადგილზე ორგანიზებას უწევს სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაცია. კოკა-კოლას თასის გათამაშება გოგონებსა და ვაჟებს შორის ადიგენის რაიონით 7 აპრილს დაიწყო და 8 აპრილს დასრულდა.

ორდღიანი ბრძოლების შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდა როგორც გოგონებში ასევე ვაჟებში. გოგონებში ტურნირში გაიმარჯვა ლელოვნის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა. ფინალში ლელოვნის გოგონებმა ქვემო ენთლის გუნდს 2:0 მოუგეს. მეორე ადგილზე გავიდა ქვემო ენთლის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი.

ვაჟებს შორის პირველი ადგილზე გავიდა სოფელ ზარზმის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი, ზარზმის ვაჟთა გუნდმა ფინალში 1:0 დაამარცხა ლელოვნის ვაჟთა გუნდი. მეორე ადგილზე გავიდა ლელოვნის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი.

რეგიონული გათამაშების საგზური მოიპოვეს ზარზმის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა და ლელოვნის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება