სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეზათის საჯარო სკოლის მოსწავლეები ექსკურსიით ქუთაისს ესტუმრნენ
03-04-2019
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის გეზათის საჯარო სკოლის დირექციის ორგანიზებით მე-3 კლასის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის (დამრიგებელი: ზაირა რევაზიშვილი) მოეწყო ექსკურსია ქუთაისში. 

მოსწავლეები ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული  თეატრის შენობაში დადგმულ თოჯინების თეატრს ,,ქაღალდის ჩიტი“ დაესწრნენ. მოსწავლეები მოიხიბლნენ თეატრის ინტერიერით. სპექტაკლი მრავლისმეტყველი და სანახაობრივი აღმოჩნდა პატარებისათვის.

ექსკურსიის მონაწილეებმა დაათვალიერეს ქუთაისის სპორტის მუზეუმი, სადაც მათ ნახეს საუკუნის ველოსიპედი, ბზისაგან დამზადებული ბორბალი, ცნობილი მოჭადრაკე მაია ჩიბურდანიძის დაფნის გვირგვინები და ქართველ ძალოსანთა მაისურები და ჯილდოები. ამით მოსწავლეები ახლოს გაეცნენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოღვაწე სპორტსმენებს. ექსკურსიის მონაწილეებმა მოინახულეს ბაგრატის ტაძარიც. მოსწავლეებმა  დაათვალიერეს ტაძრის ფრესკები და მოიხიბლნენ ტაძრის გალავნიდან დანახული მდინარე რიონის ხეობით და ქალაქ ქუთაისით.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ეს დღე შთაბეჭდილებებით დატვირთული იყო ექსკურსიის მონაწილეებისათვის.

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება