| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის N5 საჯარო სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტია მშობელთა ჩართულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში, რისთვისაც სკოლა ბევრ სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს.
7 მარტს დედათა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა დედების ჩართულობით.
ინტელექტუალური თამაშში ,,რა? სად? როდის?“ ჩვენი სკოლის მოსწავლეების დედებმა ითამაშეს ინტელექტუალური წრის მოთამაშეების წინააღმდეგ. კითხვები შედგენილი იყო დედაზე, ქალზე, გაზაფხულის თემაზე. თამაშს უძღვებოდა მე-11გ კლასის მოსწავლე ქეთევან კაჭკაჭაშვილი.
ინტელექტუალურ თამაშს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები. თამაში ფრედ 6:6 დამთავრდა.
სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ მონაწილე მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა