| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა, მშობლებმა, კლასის დამრიგებელმა ნინო გათენაძემ და სასწავლო ნაწილის გამგემ რუსუდან კონცელიძემ საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მათ გადაწყვიტეს სოციალურად დაუცველი ოჯახის, 19 წლის ციური ირემაძის და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის დახმარება.
პედაგოგებმა ოჯახს ტკბილეული, ტანსაცმელი, სათამაშოები და საკანცელარიო ნივთები გადასცეს.
„ეს საჩუქარი და კეთილი ადამიანების სტუმრობა ოჯახისთვის მოულოდნელი, მაგრამ ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა. ბავშვებმა უზომოდ გაიხარეს. ვფიქრობთ მომავალშიც გამოვიჩინოთ გულისხმიერება და დახმარება გავუწიოთ იმ ოჯახებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა