| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, განჯალის საჯარო სკოლაში ქართული ენის წრე - „კითხვის წრე“ წარმატებით ფუნქციონირებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, წრემ მუშაობა 2018-2019 სასწავლო წრის მეორე სემესტრიდან დაიწყო და საწრეო მუშაობა კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.
წრეში გაწევრიანებული არიან მეოთხე კლასის მოსწავლეები.
ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ხათუნა ბუზალაძე საჭირო მიზანმიმართული, მრავალფეროვანი და მრავალმხრივი აქტივობებით ცდილობს წრის მუშაობაში მოსწავლეების აქტიურ და გააზრებულ ჩართვას, იყენებს სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებს, მათ შორის - „გმირის რუკა“ და „ამბის რუკა“. ეს უკანასკნელი ეფექტური მეთოდია თხრობითი ხასიათის ტექსტის გაგებისა და ანალიზისთვის. რაც მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ. კითხულობდნენ ტექსტს და ავსებდნენ სქემის გრაფებს. ასახელებდნენ პერსონაჟებს, გრძნობდნენ მოთხრობის გმირს და მსჯელობდნენ მის ქმედებებზე, გამოთქვამდნენ საკუთარ ვარაუდებს და შეაფასეს გმირის საქციელი ტექსტის შინაარსზე.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა