| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელი, რომელიც მაღალმთიან რეგიონში საცხოვრებლად გადავა, შესაძლოა მიწის ნაკვეთი და პირუტყვი გადაეცეს.
ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე განათლების მინისტრთან ჰქონდა საუბარი.
მისი თქმით, მასწავლებლებს სოფლად მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეთ.
„გვქონდა ასეთ ვარიანტზეც მსჯელობა, რომ თუ წავა აქედან ადამიანი, მათ მისცენ კარმიდამო, მიწის ნაკვეთი, პირუტყვი. ხოლო გარკვეული ხნის, რამდენიმე წლის შემდეგ, გადავიდეს მის პირად საკუთრებაში. ეს იქნება გარკვეული სტიმული. ეს ინიციატივა იყო, მქონდა ამაზე საუბარი და ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში ეს გარკვეულწილად საქმეში გადავა“, - განაცხადა ქანთარიამ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა