სიახლეები
სიახლეები

როგორ უნდა დარეგისტრირდეს აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - დეტალური ინფორმაცია
12-03-2019
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) უნდა გაიარონ. 

რეგისტრაცია 12 მარტის 10:00 საათიდან დაიწყო 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

etaloni.ge გთავაზობთ, როგორც თანხის გადახდის ყველა შესაძლო ვარიანტს და ისე რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაციას:

1. აბიტურიენტს უნდა ჰქონდეს (ან უნდა შექმნას) ელექტრონული ფოსტის მისამართი. 

2. ინტერნეტით რეგისტრაციას აბიტურიენტი (როგორც სკოლის მოსწავლე, ისე სკოლადამთავრებული და ექსტერნი) გადის ვებგვერდზე www.naec.ge ან online.naec.ge.

3. მითითებულ მისამართზე შესვლის შემდეგ აბიტურიენტი სპეციალურ ველში უთითებს ელექტრონული ფოსტის მისამართს, რომელზეც მიიღებს პაროლს (ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითებით და მიღებული პაროლით აბიტურიენტი შედის სისტემაში, პირად გვერდზე).

4. აბიტურიენტი სპეციალურ ველში უთითებს 11-ნიშნა პირად ნომერს, თუ აბიტურიენტი საქართველოს მოქალაქეა, პროგრამას ავტომატურად გამოაქვს ეკრანზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემები (აბიტურიენტის პირადი ინფორმაცია), რის შემდეგაც აპლიკანტს შეუძლია გააგრძელოს რეგისტრაციის პროცესი.

თუ აპლიკანტი არ არის საქართველოს მოქალაქე, ან არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე და გამოცდაზე დარეგისტრირდება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, დამატებით ავსებს სპეციალურ ველებს - უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის სერიასა და ნომერს (პასპორტის სერიის ყველა სიმბოლო, იქნება ეს ციფრები თუ ასოები, ივსება მიყოლებით, სივრცის დატოვების გარეშე).

5. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, აბიტურიენტი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას).

6. აბიტურიენტმა უნდა მონიშნოს იმდენი საგამოცდო საგანი, რამდენი საგნის 8 საფასურიც აქვს გადახდილი.

7. აბიტურიენტმა უნდა შეავსოს შემდეგი ველები: აპლიკანტის სტატუსი, საგამოცდო ქალაქი, საკონტაქტო ტელეფონი და მშობლიური ენა.

8. თუ პირადი ინფორმაციის შევსებისას აბიტურიენტი შესაბამის ველში მიუთითებს მობილური ტელეფონის (და არა სტაციონარულ) ნომერს, მას სისტემაში შესვლისათვის საჭირო პაროლის აღდგენა მითითებულ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით შეეძლება. აღსადგენად აბიტურიენტმა ეკრაზე სპეციალურ ღილაკს უნდა დააჭიროს.

9. თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, უნდა მონიშნოს შესაბამისი გრაფა და ვალდებულია, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე) წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2019 წლის 2 მაისის 18:00 საათამდე.

10. გამოცდის არჩევისას აბიტურიენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს ზოგადი უნარების გამოცდის ენას.

11. საგამოცდო საგნების მონიშვნის შემდეგ აბიტურიენტმა უნდა შეადგინოს საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი (აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით). ჩამონათვალის შედგენისას აბიტურიენტი უთითებს მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამის კოდს, ხოლო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საგანმანათლებლო პროგრამის დასახელებას სისტემა თავად ჩაწერს შესაბამის ველებში.

აუცილებელი ველების შევსებისა და ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალის მითითების შემდეგ აბიტურიენტი აჭერს შენახვის ღილაკს, რის შემდეგაც ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს შეტყობინებას, რომ მან წარმატებით გაიარა რეგისტრაცია, ასევე მის მიერ არჩეული პროგრამების ჩამონათვალს. თუ აბიტურიენტი ელექტრონული ფოსტით ვერ მიიღებს აღნიშნულ დადასტურებას (ვერც inbox-ში და ვერც junk-ის ან spam-ის განყოფილებაში), მას, სავარაუდოდ, არ აქვს დასრულებული ცვლილებების განხორციელება (მაგ.: არ დააჭირა შენახვის ღილაკს).

12. აბიტურიენტს არ სჭირდება ფოტოსურათის გადაღება და ატვირთვა. საგამოცდო ბარათის ელექტრონული, ამოსაბეჭდი ვერსიის დამზადებისას სისტემა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ფოტოს გამოიყენებს.

აბიტურიენტს შეუძლია არაერთხელ შეცვალოს საკუთარი არჩევანი (საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი) აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით - იგი თავისი ელექტრონული ფოსტის მისამართისა და პაროლის მითითებით შედის საკუთარ გვერდზე, შეაქვს სასურველი ცვლილებები და ინახავს ინფორმაციას. აბიტურიენტი ყველა ცვლილების დადასტურებას მიიღებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. თუ აბიტურიენტი ელექტრონული ფოსტით ვერ მიიღებს აღნიშნულ დადასტურებას (ვერც inbox-ში და ვერც junk-ის ან spam-ის განყოფილებაში), მას, სავარაუდოდ, არ აქვს დასრულებული ცვლილებების განხორციელება (მაგ: არ დააჭირა შენახვის ღილაკს).

აპელაციების შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის შემდეგ აბიტურიენტი საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლის! დამატებითი ინსტრუქციები განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge.

გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დანიშნულებაში საქართველოს მოქალაქე უთითებს აბიტურიენტის გვარს, სახელს და პირად ნომერს. უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც დარეგისტრირდება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, უთითებს აბიტურიენტის გვარს, სახელს, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის სერიას და ნომერს (პასპორტის სერიის ყველა სიმბოლო, იქნება ეს ციფრები თუ ასოები, ივსება მიყოლებით, სივრცის დატოვების გარეშე).

ერთი საგნის გამოცდის ჩაბარების საფასურია 10 ლარი. საფასურის გადახდა შეუძლია როგორც აბიტურიენტს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს აბიტურიენტის შესაბამის მონაცემებს.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

1. ცენტრის ვებგვერდიდან - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი ;

2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

3. ვებგვერდზე ipay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

5. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

6. „თიბისი ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

7. PayBox-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება