TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ადიგენში იმედოვნებენ, რომ ''ეტალონის'' შემდეგი ეტაპიც შესარჩევი ტურის მსგავსად წარმატებული იქნება
24-02-2017
-
+


ადიგენის ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში ადიგენის გამგეობა რესურსცენტრთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით ადიგენის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.  
ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.    

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.  

ადიგენის გამგეობის საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარმა სპეციალისტმა მამუკა კალანადაძემ აღნიშნა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა მონაწილეობდა ''ეტალონის'' შესარჩევ ტურში:

''ადიგენის ყველა სკოლაში ტესტირება ერთდროულად დაიწყო. ჩვენ, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები რამდენიმე სკოლაში ვესწრებოდით ამ პროცესს. ძალიან კმაყოფილები ვართ და იმედი გვაქვს, რომ შემდეგი ეტაპიც ასეთივე წარმატებით ჩატარდება. ადიგენის მუნიციპალიტეტის 25-ვე სკოლა იყო ჩართული შესარჩევ ტურში.'' 

ადიგენის რესურსცენტრის უფროსი ინგა ბოჭორიშვილის თქმით, შესარჩევი ტური ორგანიზებულად ჩატარდა:

''ჩვენი მხრიდან ''ეტალონს'' ყოველთვის ექნება მხარდაჭერა. ჩვენი სამსახურის თანამშრომლები სკოლებში  მონიტორინგის მიზნით გავგზავნეთ. ყველაფერმა ორგანიზებულად და ხარვეზების გარეშე ჩაიარა. შესარჩევი ტურით სკოლის წარმომადგენლები კმაყოფილები არიან. ეს პროექტი ბავშვებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა.''

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს"ეტალონ მოსწავლეებს".    
 
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ინფორმაცია საჯარო სკოლის დირექტორებისთვის - როგორ უნდა მართოთ მასწავლებელთა შეფასების კომისიები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„იაკობობაში“ მონაწილეობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა“
 
სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება