| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაციის წესში შესატან ცვლილებაზე დააყენა ინიციატივა.
ინიციატივის თანახმად, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილებს, წესით განსაზღვრულ ჯგუფებთან ერთად, რეგისტრაციის უპირატესი საშუალება მიეცემათ. თამარ ტალიაშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა, მიზნად ისახავს მარტოხელა მშობლებისთვის სოციალური გარანტიების მიცემას და მუნიციპალიტეტის მხრიდან თანადგომას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის მონაცემებით მარტოხელა მშობლის სტატუსი მიენიჭა 2 320 პირს.
„მარტოხელა მშობლისთვის დამატებითი სოციალური გარანტიის მიცემა შესაბამისი სტატუსის მქონე პირის ბავშვებისთვის რეგისტრაციის პროცედურების ხელშეწყობასა და გამარტივებაში გამოიხატება, რასაც მუნიციპალურ სამართლებრივ აქტებშიც ავსახავთ. შესაბამისად, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციას უფრო ეფექტიანს გავხდით. სამოქალაქო კოდექსის 2018 წლის საბოლოო რედაქციაც მიმართულია იმისკენ, რომ განისაზღვრა მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი. ეს ნიშნავს, რომ მარტოხელა მშობელსა და მათ შვილებს, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლებისგან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მიერ წარდგენილი ინიცირების ძალაში შესვლის შემდეგ, ზემოხსენებულ ჯგუფებს, 2019 წლიდან დაემატება უპირატესი რეგისტრაციის უფლებით მოსარგებლე - „მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილები“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ