| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2017 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია. ის მსოფლიოს საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა.
ფინალისტები 179 ქვეყნის 10 ათასი განაცხადიდან შეირჩნენ. გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე მიმდინარე წლის 24 მარტს გამოვლინდება. ჯილდო 1 მილიონი დოლარია, რომელიც გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის გადაეცემა.
როგორც ლადო აფხაზავამ „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალში მოხვედრამდე გადაცემა „ნანუკას შოუში“ განაცხადა, მილიონი დოლარის მოგების შემთხვევაში, საზღვრისპირა და მაღალმთიან სოფლებს სასწავლო რესურსებს უყიდის.
„ამასაც გეკითხებიან მილიონი დოლარი, რომ მოიგო რას გააკეთებ? - ჩემს რაიონში, ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობაა, ჩემი ბევრი მოსწავლის მშობლები საზღვარგარეთ არიან, მუშაობენ, შვილები მარტოები არიან. ზოგი მშიერიც მოდის სკოლაში. ხშირად გვიწევს კოლეგებს ჯიბიდან რაღაც გროშები ამოვიღოთ. სასწრაფოც კი გამოგვიძახია ბავშვის ცუდად ყოფნის გამო. მილიონი დოლარის მოგების შემთხვევაში, სასწავლო რესურსებს ვუყიდი საზღვრისპირა და მაღალმთიან სოფლებს. არ მრცხვენია და ვიტყვი, რომ ჩემი სკოლის ბიუჯეტი რომ არ დავაზარალო, ბევრი სასწავლო რესურსები რომ არ დახაჯროს, ხშირად სანაგვე ურნიდანაც ამიღია რაღაცები. მაგალითად, სკივრი ავიღე, ქაღალდები წამოვიღე, ყუთები წამოვიღე. სანაგვე ურნაშიც ჩავყუდებულვარ და მიქექია - რა შეიძლება გამომადგეს. არ მაინტერესებს სხვები ამაზე რას ამბობენ, ჩემთვის მთავარია ცოდნა მივაწოდო მოსწავლეებს“,-აღნიშნა ლადო აფხაზავამ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ