| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის N2 საჯარო სკოლაში კითხვის კლუბი ფუნქციონირებს.
კლუბში გაწევრიანებულები არიან არაქართულენოვანი სექტორის, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, რომლებიც ყოველ ორშაბათს იკრიბებიან და კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას.
კონკრეტული თემის დასრულების შემდეგ მოსწავლეები მსჯელობენ, აანალიზებენ ტექსტს და განიხილავენ პერსონაჟებს.
კლუბის მუშაობა, რომ ეფექტური იყოს ხელმძღვანელი სხვადასხვა რესურსს იყენებს, ვინაიდან ქართული ენა მოსწავლეებისთვის არამშობლიური ენაა, რთულია მხატვრული ლიტერატურის ყოველი მათგანისთვის გაგება-გააზრება, ამიტომ კლუბის წევრები ხელმძღვანელობენ ლექსიკონებითაც, ილუსტრაციებით, უყურებენ ფილმებს, მცირე ვიდეო-რგოლებს. კითხვის კლუბი მოსწავლეებს ეხმარებათ ერთმანეთთან დაახლოვებაში, საკუთარი აზრის თავისუფლად დაფიქსირებაში. მჯელობისა და თანამშრომლობის უნარის გამომუშავებაში. კლუბში გაწევრიანების უფლება ნებისმიერ სკოლის მოსწავლეს აქვს. მათ შეუძლიათ წაიკითხონ საკუთარი ჩანაწერები, გაუზიარონ ერთმანეთს საყვარელი ავტორის შემოქმედება, ისაუბრონ ლიტერატურაზე, მიიღონ მონაწილეობა დისკუსიებში და სხვ.
კლუბის მუშაობა გაწერილია 2018-19 სასწავლო წელზე, შედგენილია კლუბის მუშაობის წესდება, სახელწოდება-ლოგო, იდეები და მიზნები.
კლუბს ქართული ენის მასწავლებელი დავით კამკამიძე ხელმძღვანელობს.
კლუბის მუშაობის ამსახველი ფოტო-აუდიო-ვიდეო მასალა პერიოდულად ქვეყნდება სკოლის ვებ-გვერდსა და დავით კამკამიძის პირად ბლოგზე: www.qartuli-rogorc-meore-ena.blogspot.com
იხილეთ ვიდეო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად