| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2018 წელს საბავშვო ბაღებში 4 772 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა და 100-ზე მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა, მათ შორის იყო ცხენის ხორცის საკვებად გამოყენების 4 შემთხვევა - აღნიშნულის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურიშვილმა პარლამენტის აგრარული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„2018 წელს საბავშვო ბაღებში 4 772 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა და აქედან გამოვლინდა 125 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თბილისში - 38, რეგიონებში - 87. მათ შორის იყო 4 შემთხვევა ცხენის ხორცთან დაკავშირებით, რაზეც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მყისიერი რეაგირება გაატარა. რაც შეეხება სკოლებს, 2018 წელს სკოლაში ჩატარდა 971 ინსპექტირება. აქაც მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ვიდრე წინა წლებში“, - აღნიშნა ზურაბ ჩეკურიშვილმა.
აღსანიშნავია რამდენიმე დღის წინ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, ხათუნა გაგუამ განაცხადა, რომ ცხენის ხორცით 8 თვის განმავლობაში სამტრედიის 24 ბაგა-ბაღი მარაგდებოდა, რის გამოც შპს „ელენიკო“ 20 ათასი ლარით დაჯარიმდა და კონტრაქტი შეუჩერდა.
იმერეთის სურსათის უვნებლობის სააგენტომ ნიმუშები 3 ბაღიდან ამოიღო, ლაბორატორიულად კი ცხენის ხორცის არსებობა სამივე შემთხვევაში დადასტურდა.
„სურსათის უვნებლობის სამსახურმა როგორც კი შეამჩნია ეს ფაქტი, ხორცი ამოიღო და ანალიზიც გაუკეთა. შემდეგ ჩვენ დავაჯარიმეთ ეს კომპანია, შევწყვიტეთ ხელშეკრულება და ხელახალი ტენდერი გამოვაცხადეთ. 24 ბაღია სამტრედიის სოფლებსა და ქალაქში და ვამარაგებდით ყველას“, – განაცხადა ხათუნა გაგუამ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა