| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

20 თებერვლიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან და 19 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, დასავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +3, +8 გრადუსია მოსალოდნელი.
20-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 20 თებერვალს ცივი ამინდი იქნება შენარჩუნებული, ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება და აღმოსავლეთ რაიონებში შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს. 21 თებერვალს კი +8, +13 გრადუსამდე დათბება. ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის მინიმალური ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 18-19 თებერვალს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება, 21 თებერვალს კი +13 გრადუსამდე მოიმატებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად