სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

21 მოსწავლე ოკუპირებული ახალგორის დატოვებას და წეროვანის N3 საჯარო სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს 
13-02-2019
-
+


ოკუპირებულ ახალგორში გადაადგილების შეზღუდვის გამო, ახალგორის დატოვებას და სკოლაში სიარულს 21 მოსწავლე ამ დრომდე ვერ ახერხებს - აღნიშნულის შესახებ წეროვანის N3 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ირმა ტატიშვილი აცხადებს და აღნიშნავს, რომ მოსწავლეების უმეტესობა ოკუპირებულ ახალგორში მშობლების გარეშე, ბებიებთან და ბაბუებთან იმყოფება.

„21 მოსწავლიდან ყველაზე უფროსი მეცხრე კლასელია, ყველაზე პატარა - პირველკლასელი. ძალიან გვაწუხებს ეს ფაქტი, რადგან ირღვევა ამ ბავშვების ფუნდამენტური უფლება -განათლების უფლება და ისინი მძევლები არიან. მინდა, დავამშვიდო ბავშვები და მშობლები, როდესაც გზა გაიხსნება, მასწავლებლები სრულიად უანგაროდ ჩაუტარებენ გაკვეთილებს, რათა ეს გაცდენები აღვადგინოთ“, - განაცხადა სკოლის დირექტორის მოადგილემ.

როგორც ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც ზამთრის არდადეგებზე წეროვანის დასახლებაში დარჩნენ და ოკუპირებულ ახალგორში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ამასთან, ახალგორში შესვლას ვერ ახერხებს 14 პედაგოგი, რომლებიც ახალგორის ქართულ სკოლებში ასწავლიან. თინიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამის გამო დე ფაქტო რეჟიმმა ისინი სამსახურიდან გაათავისუფლოს.

ნუგზარ თინიკაშვილი ვარაუდობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა გრიპის ვირუსს უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

„თუ მიზეზი გრიპის ეპიდემიაა, მაშინ იქ მყოფებს მაინც რატომ არ ეძლევათ გამოსვლის საშუალება. მე ვფიქრობ, რომ აქ სხვა მიზეზია, მათ სურთ, ის ადამიანები, რომლებიც დევნილთა დასახლებებში ცხოვრობენ და დასაქმებული არიან იქ სამედიცინო თუ საგანმანათლებლო ობიექტებში, გაათავისუფლონ სამსახურებიდან.

ეს არის ხელოვნურად შექმნილი ვითარება, რათა ამ ადამიანებს შეუქმნან პრობლემა. რამდენჯერმე გამოცხადდა, რომ უნდა გამოეშვათ იქიდან ხალხი, 70-კაციანი სიაც კი გააკეთეს სტუდენტების, მოსწავლეების და იმ ადამიანების, ვინც სამედიცინო მომსახურებას საჭიროებდნენ. ხუთ ადამიანს დაგეგმილი ჰქონდა ოპერაციები, მაგრამ მათაც არ მიეცათ გადმოსვლის საშუალება. დღესაც გვქონდა მოლოდინი, რომ უნდა გაეღოთ, მაგრამ არ გამართლდა“, - განაცხადა თინიკაშვილმა.

ახალგორის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის მიზეზად დე ფაქტო რეჟიმი გრიპის ვირუსს ასახელებს.

წყარო: 1tv


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება