სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სარეკის საჯარო სკოლის ეკოკლუბი აქტიურ მუშაობას აგრძელებს
12-02-2019
-
+


სარეკის საჯარო სკოლის ეკოკლუბი მნიშვნელოვან და საინტერესო ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს. 

ეკო-კლუბის წევრები საჩხერის სატყეო სააგენტოს ესტუმრნენ, სადაც ისინი შეხვდნენ მეტყევე-რეინჯერებს, წარუდგინეს მათ ის აქტივობები, რომლებიც ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ფარგლებში განახორციელეს და გააფორმეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სატყეო სააგენტოსთან. 

მოსწავლეებმა ასევე დაგეგმეს ერთობლივი აქტივობები, რომელთაგან ერთ-ერთია ნიკო კეცხოველის მიერ გავლილი მარშრუტის გავლა გორიჯვარის მიმართულებით და ამ ტერიტორიის განაშენიანება.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა სატყეო სააგენტოს თანამშრომლების და რეინჯერების მხარდაჭერით, „მოდინახეს“ ფერდობზე მოაწყვეს ხეების დარგვის აქცია და დარგეს 80 ნერგი, რომლითაც ისინი სატყეო სააგენტომ მოამარაგა. ასევე, ეკო-კლუბის წევრებმა ამავე ტერიტორიაზე მოაწყვეს დასუფთავების აქცია და გაასუფთავეს ფერდობი ნაგვისაგან.

მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობები შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-15 და მე-17 მიზნებს, რომლებიც გულისხმობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვა-აღდგენასა და  თანამშრომლობას საერთო მიზნებისათვის. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება