სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 სტრესული სიტუაცია, რომელიც ყველა მასწავლებელს განუცდია
11-02-2019
-
+


ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმის შესრულებისას, საქმისა, რომელსაც მომავალი თაობის აღზრდა-განათლება ჰქვია, პედაგოგებს გარკვეულწილად, დაძაბულ გარემოში უწევთ მუშაობა.

Etaloni.ge ამ საკითხით დაინტერესდა და გამოჰყო 5 სტრესული სიტუაცია, რომელიც თითოეულ პედაგოგს განუცდია:

გადატვირთვა

09.jpg

ჩასატარებელი გაკვეთილების სიმრავლე, სკოლაში მოსაგვარებელი ფორმალური და ბიუროკრატიული საკითხები, ზრუნვა პროფესიულ ზრდაზე და სახლში გაგრძელებული სამუშაო საკონტროლო წერებისა თუ საშინაო დავალებების შემოწმებით...

როლების დანაწილება

635676.jpg

ავტორიტეტის მოსაპოვებლად პედაგოგს მოსწავლეებთან, კოლეგებთან თუ მშობლებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება და უფლება-მოვალეობების მკაფიო გადანაწილება სჭირდება. მრავალფეროვან საზოგადოებაში კი ეს პროცესი საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს...

მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა

4565.jpg

„მე პედაგოგი ვარ, მე ასე მოქცევა არ შემეფერება“ - პროფესიონალი პედაგოგი საკუთარი თავისგან მაქსიმუმს ითხოვს, აუცილებლად უნდა გამოიყურებოდეს ელეგანტურად, საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ უნდა წარიმართოს, პირადი პრობლემები საკლასო ოთახს მიღმა დარჩეს და დაუღლელად, წონასწორობა და ობიექტურობა უნდა შეინარჩუნოს. არადა, ხანდახან გინდათ თქვათ: „მეც ადამიანი ვარ“ და დაისვენოთ.

უპატივცემულობა

7.jpg

ურჩობა და არასასიამოვნო რეპლიკები მოსწავლეებისგან, დაუმსახურებელი შენიშვნა დირექტორისგან და „ბრძოლა მშობლებთან“ - მაშინ, როდესაც თქვენს კომპეტენციაში იჭრებიან და გიმტკიცებენ, რომ მათი შვილის უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებს...

დაუფასებლობა

7633.jpg

არასათანადო ანაზღაურება, შესუსტებული ავტორიტეტი და არასტაბილურობის განცდა...


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება