| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სარეკის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრმა მოსწავლეებმა თავიანთ პედაგოგებთან ერთად წითელ ჯვართან არსებული დღის ცენტრი მოინახულეს.
მოსწავლეები ბენეფიციარებს პროექტით „თბილი სადილი“ ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა მასწავლებლებთან და სკოლის დირექტორთან, ლალი აბჟანდაძესთან ერთად მიტანილი პროდუქტებით სადილი მოამზადეს. მომზადების შემდგომ სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთად ისადილეს და ისაუბრეს.
„მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები იყვნენ, რომ მოხუცებს ასეთი დაუვიწყარი დღე აჩუქეს. მათ ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენლმა.
სადილის შემდეგ მოსწავლეებმა ცენტრის ეზოში რამდენიმე მარადმწვანე ყვავილი დარგეს და ეზო გაალამაზეს.
სარეკის საჯარო სკოლა კვლავ გააგრძელებს თანამშრომლობას დღის ცენტრთან და მზად არის მსგავსი ღონისძიებებით არაერთხელ გაულამაზოს ცხოვრება ხანდაზმულებს.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა