სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები კოლხეთის დაცულ ტერიტორიებს ესტუმრნენ
08-02-2019
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სარეკის საჯარო სკოლა ჩართულია რესპუბლიკურ პროექტში ,,ნიკო კეცხოველის ნაკვალევზე“.

ნიკო კეცხოველის სასკოლო გუნდის სახელით სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეიმუშავეს პროექტი, რომელიც დააფინანსა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

მოსწავლეებისათვის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო ორ დღიანი ეკო-ტური კოლხეთის ეროვნულ პარკში.

მოსწავლეებს მეგზურობა გაუწიეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თომა დეკანოიძემ, დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატო სულთანიშვილმა და კოლხეთის ეროვნული პარკის რეინჯერებმა.

ტურის მონაწილეებმა ვიზიტორთა ცენტრი და საგამოფენო დარბაზი დაათვალიერეს, სადაც მიიღეს ინფორმაცია პარკის ტერიტორიაზე არსებული ფლორისა და ფაუნის, მათ შორის წითელი ნუსხის სახეობების შესახებ. დაათვალიერეს ჰერბარიუმი და ფრინველთა ფოტოები.

მოსწავლეებს პარკის რეინჯერებმა ჩაუტარეს ლექცია კოლხეთის დაბლობის შესახებ, ისაუბრეს ასევე პარკში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე. ლექციის შემდეგ მოსწავლეები პანტონით გავიდნენ პალიასტომის ტბაზე, სადაც აწარმოეს გადამფრენ ფრინველებზე მონიტორინგი.

პროექტის ძირითადი მიზანი სწორედ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება და აღრიცხვა იყო, მოსწავლეები უზრუნველყოფილები იყვნენ ბინოკლებითა და ბუკლეტებით, სადაც აღწერილი იყო ყველა გადამფრენი ფრინველი, რომელიც კოლხეთის ეროვნულ პარკში იყო შემჩნეული. მათ შეძლეს ფრინველებზე დაკვირვება და მათი აღწერა, პროექტმა საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. ეკო-ტურის მსვლელობა გააშუქა სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღამ.

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება