სიახლეები
ინტერვიუ

„ეტალონის“ პროექტები ახალგაზრდებში მოტივაციას ზრდის - აჭარის განათლების მინისტრის შეფასება
05-02-2019
-
+


„აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი აქტიურადაა ჩაბმული etaloni.ge-სა და izrune.ge-ს პროექტებში, ადგილობრივი მთავრობა კი მათი მხარდამჭერია“, - აღნიშნულ განცახდებას etaloni.ge-სთან საუბრისას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი აკეთებს და ამბობს, რომ აღნიშნულ პროექტებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში.

რაც შეეხება აჭარის რეგიონში განათლების სისტემაში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს, როგორც ინგა შამილიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს,  აჭარის განათლების სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სკოლების ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებასა და სწავლების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას.

ინგა შამილიშვილი:

- 2018 წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად  განხორციელდა 5 საჯარო სკოლის მშენებლობა და 12 სკოლის სრული რეაბილიტაცია. სამინისტროს პროგრამით სკოლები აღიჭურვა ახალი ინვენტარით და სკოლის ბიბლიოთეკებში განახლდა წიგნადი ფონდი. 2019 წელს იგეგმება 8 სკოლის მშენებლობა და 10 სკოლის რეაბილიტაცია. პროგრამის 2019 წლის ბიუჯეტია 7 467 340 ლარი. გარდა ამისა გაგრძელდება სკოლების ინვენტარით, ლაბორატორიებითა და მხატვრული ლიტერატურით უზრუნველყოფა, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

- როგორია აჭარის მაღალმთიანი სოფლებში სკოლების მდგომარეობა, რა შეღავათებით სარგებლობენ ეს სკოლები და რა ძირითადი გამოწვევები რჩება გადასაჭრელი?

- წლების განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში ჩადებული თანხების ზრდის შედეგად რეგიონში ზოგადსაგანმანათლებლო  ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი (80%) მოწესრიგებულია და აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, რაც შესაძლებელს ხდის მომავალში გაცილებით მეტი თანხის გამოყოფას განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.

აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სულ 229 საჯარო სკოლაა. 2012-2018 წლებში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 18 საჯარო სკოლის მშენებლობა და 100 სკოლის სრული და ნაწილობრივი  რეაბილიტაცია.

მაღალმთიან აჭარაში წლების განმავლობაში გამოწვევად რჩებოდა სკოლებში წიგნადი ფონდის განახლების საკითხი.  სამინისტრომ 2012 წლიდან დაიწყო სკოლების ბიბლიოთეკებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელება და დღეის მდგომარეობით მაღალმთიანი  აჭარის 100 საჯარო სკოლას გადაეცა ახალი მხატვრული ლიტერატურა, ხოლო 17 სკოლა აღიჭურვა სასკოლო ლაბორატორიით.

აქვე მინდა აღვნიშნო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამა - „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“, რომლის მიზანია მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლებში სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა ვაკანსიების კონკურსის წესით შევსება. ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია ინგლისური ენის, მათემატიკისა და ქიმიის 30 პედაგოგი.

2018 წლიდან „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ პროგრამაში ჩართული პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება გაიზარდა და მათ ყოველთვიურად დამატებით 1000 ლარი ეძლევათ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან.

- თუ სარგებლობენ გარკვეული შეღავათებით აჭარის მცირე კონტიგენტიანი სკოლები?

- სკოლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. ვაუჩერული სისტემის ახალი დაფინანსება  სკოლებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსს უზრუნველყოფს. თუ სკოლას წარმოეშვა გარკვეული ფინანსური პრობლემა, საჭიროების არგუმენტირებით დამატებით თანხებს გამოყოფს სამინისტრო.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი 2016 წლის იანვრიდან ამოქმედდა. აჭარის რეგიონში ეს კანონი შეეხო  საჯარო სკოლების 60%-ზე მეტს. აღნიშნული კანონი მთის მაცხოვრებლებისთვის სხვადასხვა შეღავათს ითვალისწინებს.  

- აჭარის რეგიონის სკოლების დიდი ნაწილი გახლავთ etaloni.ge - ს ხელმომწერი და სკოლების სიახლეები აქტიურად ქვეყნდება ჩვენს საიტზე. etaloni.ge ორიენტირებულია საგანმანათლებლო სექტორში მიმდინარე მოვლენების ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქება-გაანალიზებაზე. თქვენი აზრით, რამდენად უწყობს etaloni.ge ხელს სკოლების ამ მხრივ გააქტიურებას?

- Etaloni.ge განსაკუთრებულად საჭირო და აუცილებელი პროექტია, რომელიც ახალგაზრდებს და სკოლებს შესაძლებლობას აძლევს წარმოაჩინონ საკუთარი თავი და მიიღონ გამოცდილება. რაც შეეხება თავად „ეტალონს“, მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო პროექტები ახალგაზრდებში ზრდის მოტივაციას და მოსწავლეებს აძლევს საშუალებას უკეთ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და განივითარონ უნარები.

- გვინდა ასევე გკითხოთ ჩვენი შედარებით ახალი პროექტის,  izrune.ge - ს შესახებ. თქვენი რეგიონის მშობლები და მოსწავლეები საკმაოდ მაღალ ქულებს იღებენ შემაჯამებელ ტესტებში და ეს პლატფორმა შვილის სასკოლო-სასწავლო პროცესში მშობლების აქტიურ ჩართულობას უწყობს ხელს - თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის აქტიური ჩართულობა და რას იტყოდით izrune.ge-ს შესახებ?

- რაც შეეხება izrune.ge-ს, ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ მშობლებისთვისაც, რადგან ერთის მხრივ, ის ახალგაზრდებს ეხმარება საკუთარი ცოდნის და შესაძლებლეობის წარმოჩენაში, მეორე მხრივ  კი მშობლებს აქვთ შესაძლებლობა უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული შვილების საგანმანათლებლო პროცესში. Izrune.ge-მ კიდევ უფრო მეტად ჩართო მშობლები სასკოლო ცხოვრებაში, დააახლოვა ის სკოლასთან, მოსწავლესთან...

აღსანიშნავია, რომ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი აქტიურადაა ჩაბმული ხსენებულ პროექტებში, ადგილობრივი მთავრობა კი მათი მხარდამჭერია.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

საჯარო სკოლების სრული სია, რომელთა ავტორიზაციის საკითხი 20 სექტემბრამდე განიხილება

დამტკიცებული მოსწავლის პირადი საქმის ფორმა - ინფორმაცია დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის

„ვერავის ვაიძულებთ, სკოლაში ფართი იჯარით აიღოს“... - მინისტრი სასკოლო კვებაზე

სკოლის ბუღალტერმა 2 მილიონზე მეტი საკუთარ ანგარიშზე გადაირიცხა - შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ თანამშრომელი დაკავებულია

დიფერენცირებული სწავლება წელს არ იქნება, არც ისტ-ს ისწავლიან საბაზო საფეხურზე - ახალი სასწავლო წელი დაანონსებული ცვლილებების გარეშე

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, რომ გაიცნონ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კულტურა
საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

სიახლეები
საზოგადოება