სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

იტალიელი მასწავლებლის ისტორია, რომელსაც პენსიაზე გასვლის შემდეგ მთაში ბავშვებისთვის წიგნები დააქვს
02-02-2019
-
+


„წიგნების გარეშე ბავშვები მარტო რჩებიან“ - ამ სიტყვების ავტორი იტალიელი მასწავლებელი ანტონიო ლა კავაა. მასწავლებელი მსოფლიოსთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი სამბორბლიანი მოტოციკლეტი ბიბლიოთეკად გადააკეთა და იტალიის სამხრეთით მდებარე მთებში მცხოვრებ ბავშვებს წიგნებით ამარაგებს. 

ანტონიო ლა კავა სკოლაში 42 წლის მანძილზე ასწავლიდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ მან გადაწყვიტა, უფრო მეტი გაეკეთებინა ბავშვებისთვის და ასე შეიქმნა ბიბლიომოტოკარო -  მოსიარულე ბიბლიოთეკა. 2003 წელს მან მოტოციკლეტი იყიდა, რომელიც საკუთარი ხელებით გადააკეთა. მას შემდეგ ანტონიო იტალიის რეგიონის, ბაზილიკატას მთებში ჩადის და ბავშვებისთვის სხვადასხვა ლიტერატურა ჩააქვს. 




„ვღელავდი, რომ ჩემს ქვეყანაში მკითხველები აღარ გაიზრდებოდნენ. ჩემი ქმედება კი არა მხოლოდ სოციალურ-კულტურულია, არამედ ეთნიკური მნიშვნელობაც აქვს. ვფიქრობ, რომ ბავშვები წიგნების გარეშე მარტოები არიან და მათ ეს სჭირდებათ“ - ამბობს ანტონიო. 

ბიბლიომოტოკაროში 700 წიგნი ეტევა. მასწავლებელი თითო მოგზაურობაზე 500 კილომეტრს გადის და 8 ადგილზე ჩერდება. პაწაწინა ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკარი ორღანის სასიამოვნო მელოდიით აგებინებს ბავშვებს მათ ჩასვლას. 




იტალიელ მასწავლებელს სწამს, რომ ლიტერატურა სიხარულს და ბედნიერებას ანიჭებს ბავშვებს. ლა კავას სჯერა, რომ ის და ბიბლიომოტოკარო მთავარ მესიჯს ყველასთან მიიტანენ - კულტურა ყველასთვის უნდა იყოს და არა მხოლოდ პრივილიგირებული პირებისთვის. 

წყარო: BBC.com 

იხილეთ ასევე  - მოსიარულე ბიბლიოთეკა“ კოლუმბიაში - ესპანელი მასწავლებლის 20 წლიანი თავგადასავალი 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება