სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა კომენტარს აკეთებს საპენსიო ასაკს მიღწეულ 16 014 პედაგოგზე მიხეილ ბატიაშვილი
30-01-2019
-
+


განათლების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით 65 281 მასწავლებელია რეგისტრირებული, მათგან 7 826 კერძო სკოლაში ასწავლის, დანარჩენი 57 455 კი - საჯაროში. აღნიშნული მონაცემების თანახმად ირკვევა, რომ საჯარო სკოლებში საპენსიო ასაკს უკვე 16 014-მა მასწავლებელმა მიაღწია (საქართველოში საპენსიო ასაკი კაცებისთვის 65, ხოლო ქალებისთვის - 60 წელია).

სწორედ ამ თემაზე დაუსვა კითხვა ტელეკომპანია „იმედში“ სტუმრად მყოფ განათლების მინისტრს ჟურნალისტმა ირაკლი ჩიხლაძემ.

როგორც აღმოჩნდა მიხეილ ბატიაშვილი საპენსიო ასაკს მიღწეული პედაგოგების მიმართ ლოიალურია და მათ ღვაწლს აფასებს.

„შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ საპენსიო ასაკის ძალიან ბევრი ღირსეული პედაგოგი გვყავს, ძალიან ბევრს ვიცნობ, მათგან  იმხელა ჩართულობაა, მოტივაციაა და იმდენი კარგი თაობა ჰყავთ გაზრდილი, ასე ცალსახად ამაზე საუბარი არ შეიძლება.

მეორე საკითხია ის, რომ, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას უნდა შევუწყოთ ხელი,  რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატია იყოს, შესაბამისი ეკონომიკური პირობები შევქმნათ, რომ დავაინტერესოთ ამ სფეროში შემოვიდეს. ეს საკითხი მნიშვნელოვანია რეგიონებში, იმიტომ რომ იქ არის ადგილები, სადაც პედაგოგების დეფიციტიც გვაქვს. 

შესაბამისად, ორი მიმართულებით უნდა წავიდეთ, ერთი, პედაგოგებს ყველანაირად მივეხმაროთ. რაც ეხება  მათ გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას და მეორე, შევქმნათ შესაბამისი ეკონომიკური პირობები. სისტემას კი არ უნდა ემსახურებოდეს პედაგოგი, მათ ამდენი დამტკიცება არ უნდა სჭრიდებოდეთ. რეალურად, მთავარია კლასში როგორ მუშაობს ბავშვთან და რა შედეგი აქვს, ესაა ჩვენი ამოსავალი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება