სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დირექტორობის უფლების მქონე პირთა საყურადღებოდ - შესარჩევი კონკურსი 7 საჯარო სკოლაში გამოცხადდა
29-01-2019
-
+


დირექტორობის უფლების მქონე პირთა მიერ მათი კანდიდატურის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე წარდგენისათვის თანხმობის განაცხადების წარდგენა დაიწყო.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, თანხმობის განაცხადის შევსება შესაძლებელია ვებ გვერდზე - http://directors.mes.gov.ge/  2019 წლის 28 იანვრიდან - 10 თებერვლის ჩათვლით.

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია შემდეგი 7 საჯარო სკოლისთვის:  

• თბილისის №190 საჯარო სკოლა

• თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა

• თბილისის №82 საჯარო სკოლა

• თბილისის №216 საჯარო სკოლა

• თბილისის №218 საჯარო სკოლა

• თბილისის №30 საჯარო სკოლა

• თბილისის №202 საჯარო სკოლა

დირექტორობის უფლების მქონე პირმა უნდა აირჩიოს არაუმეტეს სამი საჯარო სკოლა, რომელშიც სურს ასარჩევად წარედგინოს სამეურვეო საბჭოს.

თანხმობის განაცხადის წარდგენა შეუძლია პირს, რომელსაც მოპოვებული აქვს დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ სერტიფიკატი ძალას კარგავს, თუ პირი სერტიფიკატის მიღებიდან 7 წლის განმავლობაში არ დაიწყებს დირექტორის საქმიანობის განხორციელებას და შესაბამისად, ასეთი პირი ვერ გაივლის რეგისტრაციას.

რეგისტრაციის შემდგომ, თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლების ჩამონათვალის შეცვლა შესაძლებელია, მხოლოდ - 2019 წლის 12 თებერვალს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება