სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

არჩევით საგანში ჩაჭრის შემთხვევაში აბიტურიენტებს გრანტის მიღების შანსი ექნებათ - საგრანტო დაფინანსების წესი იცვლება 
28-01-2019
-
+


2019 სასწავლო წელს შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც არჩევით საგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი გრანტის მიღების შესაძლებლობას კარგავდა.

ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული წესი უსამართლო იყო. ამასთან,  წესის შეცვლის ერთ-ერთი მიზეზი შეცვლილი სავალდებულო საგნების ჩამონათვალიც იყო.

„თქვენ იცით, რომ შანსების გასაზრდელად აბიტურიენტები ირჩევდნენ რამდენიმე გამოცდას, მაგალითად, აბარებდნენ 4 გამოცდას, თუმცა, შანსის გასაზრდელად არჩეული ჰქონდათ 5 ან 6 გამოცდა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე არჩევით საგანში ჩაიჭრებოდა ან რაიმე მიზეზის გამო ვერ გამოცხადდებოდა გამოცდაზე, მაშინ ის კარგავდა გრანტის მიღების შანს. რაც ვფიქრობთ, რომ უსამართლო იყო აბიტურიენტებისთვის. ასე რომ ამ რეგულაციას წელსვე შევცვლით.

რაც შეეხება გრანტის განაწილების წესს, ამაზე ახლა მიმდინარეობს მუშაობა. ცხადია შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი, რადგან სავალდებულო საგანთა ნუსხა შეიცვლება. ამ პროცესში მაქსიმალურად შევეცდებით, აბიტურიენტების ინტერესები გავითვალისწინოთ“, -განაცხადა სოფო გორგოძემ.

იხილეთ ასევე: მე-11 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები 2019 წელს უქმდება

2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება

„სკოლას უნდა დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია“ - მიხეილ ბატიაშვილი


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება