| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლის Xბ კლასის მოსწავლემ ანა ხელაშვილმა დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრების კონკურსში - „ახალგაზრდა ხელოვანი“ გაიმარჯვა.
კონკურსი ნიჭიერი პროზაიკოსებისა და მხატვრების აღმოჩენის გარდა, უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის, წელიწადის თორმეტი თვის თემატიკაზე წიგნისა და კალენდრის შესაქმნის მიზნით ჩატარდა.
„ახალგაზრდა ხელოვანი“ დაბა ბაკურიანში, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ანა ხელაშვილის შექმნილი ნახატი კონკურსის შედეგად დამზადებულ კალენდარში აპრილის თვეს დაამშვენებს.
სკოლა აღსაზრდელს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს საამაყო მოსწავლეს შემოქმედებით გზაზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად