სიახლეები
სიახლეები

როდემდე არის ძალაში მასწავლებელთა მოქმედი პროფესიული განვითარების სქემა - ბერიკა შუკაკიძე დეტალებზე
22-01-2019
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა.

განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით, მასწავლებლებს გაუუქმდებათ კრედიტქულები და სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. როგორც ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განმარტა, 2019 წლის სექტემბრამდე არსებული სქემა ძალაშია.

„ჩვენთვის კანონი არის უზენაესი. კანონი ამბობს, რომ 2019 წლის სექტემბრამდე არსებული სქემა არის ძალაში, მოქმედია და ის ძალადაკარგულად ვერ გამოცხადდება. ამიტომ, ყველა ის აქტივობა, რაც დაგეგმილი იყო ამ სქემის მიხედვით, პედაგოგები ამ აქტივობებს აგრძელებენ და 2019 წლის სექტემბრამდე ვინც დააგროვებს საჭირო კრედიტების რაოდენობას, ისინი ჩვეულებრივად შეიცვლიან სტატუსს. მათ არ შეეშლებათ ხელი ამ საქმიანობის განხორციელებაში.

რაც შეეხება სტატუსის შენარჩუნებას, იყო წინა მინისტრის დაპირება, რომ მათ სტატუსს საფრთხე არ ემუქრებოდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება მასწავლებლის პროფესიული განვითარება შეჩერდეს, ეს იმდენად ცვალებადი სფეროა. ამიტომ, მასწავლებელი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ეცნობოდეს სიახლეებს. ეს პროცესი, რომ არ შეჩერდეს, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სათანადო კრედიტების რაოდენობა დაგროვებული, რათა მათ სტატუსი შეიცვალონ, საშუალებას მივცემთ, რომ პროფესიული განვითარების გზით შეინარჩუნონ თავიანთი სტატუსი.

მასწავლებლები, რომლებიც ვერ დააგროვებენ შესაბამისი კრედიტების რაოდენობას, სკოლა გადაწყვეტს თუ რა პროფესიული განვითარება სჭირდებათ. პირობითად ვთქვათ, არის პედაგოგი, რომელსაც კლასის მართვაში აქვს პრობლემა ან მას უნდა რომ გახდეს უკეთესი ამ მიმართულებით, მაშინ ჩვენი ცენტრი ან გარე პროვაიდერი უზრუნველყოფს მისთვის ტრენინგსერვისს და ამ ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, იქნება საკმარისი იმისათვის, რომ მასწავლებელმა შეინარჩუნოს თავისი სტატუსი. რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და მიზანი იქნება, რომ როგორმე გავაძლიეროთ სკოლა, რათა სკოლამ დამოუკიდებლად მართოს სასწავლო პროცესი“,-განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

ვრცლად იხილეთ ვიდეო



ასევე იხილეთ: მასწავლებლების კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება