| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლა წარმატებებით ხვდება ახალ სასწავლო წელს.
გასული წლის კურსდამთავრებულებიდან თოთხმეტმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და გახდა სტუდენტი. ხუთმა მოიპოვა გრანტი და რვამ - სახელმწიფო დაფინანსება.
წელს სკოლიდან ორი მოსწავლე გაემგზავრება ინგლისში. სკოლას ასევე ჰყავს "კინგსის“, ისტორიის, ქიმიის ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები.
სპორტული გუნდი, რომელიც მონაწილეობას იღებდა კვარიათში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, დაჯილდოვდა ,,კოკა-კოლას“ თასით.
აღსანიშნავია, რომ ცაგერის საჯარო სკოლის ოცდაოთხი მასწავლებლიდან ათი სერტიფიცირებულია. წელს ორმა მასწავლებელმა წარმატებით ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა.
სკოლა ყველა მოსწავლეს, სტუდენტს, მასწავლებელსა და განათლების გულშემატკივარს ულოცავს ახალ სასწავლო წელს და წარმატებებს უსურვებს მათ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას