სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოებში მოსაწევი ადგილების გამოყოფა დასაშვები გახდა
09-01-2019
-
+


„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების მიხედვით, 8 იანვრიდან ძალაში შევიდა მუხლი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში სპეციალური მოსაწევი ადგილების დაშვებას ითვალისწინებს.

ცვლილების მიხედვით, მოსაწევი ადგილების გამოყოფა დასაშვები გახდა, როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო, ისე პროფესიულ საგანმანათლებლო, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულების ტერიტორიებზე შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დაწესებულებების ტერიტორიაზე მოსაწევად გამოყოფილი სპეციალურად განსაზღვრული ადგილების რაოდენობა სამს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი 20 კვადრატულ მეტრზე მეტი არ უნდა იყოს.

8 იანვრიდან ამოქმედდა კანონის ის მუხლიც, რომლის თანახმად, დახურულ სივრცეში მოწევისთვის დაჯარიმდებიან ფიზიკური პირები, ასევე ის დაწესებულებებიც, სადაც შიდა სივრცეში ცარიელი საფერფლეები დაფიქსირდება. შენობაში მოწევისთვის ჯარიმა პირველ ჯერზე 100 ლარია. განმეორების შემთხვევაში - 200 ლარი. აღსანიშნავია, რომ კანონის დარღვევისთვის აქამდე მხოლოდ კონკრეტული დაწესებულებები ჯარიმდებოდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონის დარღვევის შემთხვევაში, 112-ს მიმართონ. 

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თუ თქვენ დააფიქსირებთ დახურულ სივრცეში მოწევის ფაქტს, შეგიძლიათ მშვიდად გადაიღოთ ფოტო ან ვიდეო და დარეკოთ 112-ზე. ან სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ჩათში მიწეროთ 112-ს დარღვევის და დამრღვევი ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ ზუსტი მისამართი“, - მოუწოდებს ალიანსი მოქალაქეებს.

თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლი 2018 წლის მაისიდან გამკაცრდა, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ასევე, აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება