სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის დაიწყება მანდატურების გადამზადება?! - იხილეთ განათლების მინისტრის ბრძანება
04-01-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების ეტაპების“ შესახებ ბრძანება დამტკიცდა.  

ბრძანება ვრცელდება იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებზე, რომელებმაც 2018 წლის 29 ივნისამდე გაიარეს მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსები და რომლებსაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სერტიფიკატები 2018 წლის 29 ივნისამდე გადაეცათ.

მინისტრის ბრძანებით, მანდატურის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს: საგანმანათლებლო დაწესებულების იმ მანდატურების ერთიანი რეესტრის შედგენა, რომლებიც ექვემდებარებიან გადამზადებას; აღნიშნული სია სამინისტროს 2019 წლის 31 იანვრამდე უნდა გადაეცეს, ამასთან, სწორედ მანდატურის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს რეგიონში დასაქმებული იმ მანდატურების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა და შესაბამისი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც გადამზადებას გაივლიან.

ბრძანების მიხედვით, მანდატურების გადამზადება 2019 წლის 1-ლი თებერვლიდან უნდა დაიწყოს.

რაც შეეხება გადამზადების ეტაპებს, 4 წელიწადზეა გადანაწილებული და 1 300 მანდატურს შეეხება.

უფრო კონკრეტულად:

ა) 2019 კალენდარული წლის განმავლობაში – არანაკლებ 350 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური გადამზადდება;

ბ) 2020 კალენდარული წლის განმავლობაში – არანაკლებ 350 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური გადამზადდება;

გ) 2021 კალენდარული წლის განმავლობაში – არანაკლებ 350 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური გადამზადდება;

დ) 2022 კალენდარული წლის განმავლობაში – არანაკლებ 250 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური გადამზადდება.

ასევე იხილეთ: რატომ ემატება მანდატურების ნაწილს ხელფასზე 200 ლარი, ნაწილს კი 100 - მანდატურის სამსახურის განმარტება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება