სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ ემატება მანდატურების ნაწილს ხელფასზე 200 ლარი, ნაწილს კი 100 - მანდატურის სამსახურის განმარტება
20-12-2018
-
+


2019 წლის პირველი იანვრიდან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების ნაწილისთვის ხელფასი 200, ხოლო ნაწილისთვის 100 ლარით მოიმატებს და ყველასთვის ხელზე ასაღები თანხა 600 ლარი გახდება.

როგორც etaloni.ge-სთან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა, შორენა ზედგინიძემ განაცხდა, მომავალი წლიდან მომატებული ხელფასი ყველა მანდატურისთვის თანაბარი იქნება. 

„ხელფასის მომატება ყველა მანდატურისთვის ერთნაირად ვრცელდება, ხელზე ასაღები თანხა 600 ლარი იქნება. ახლა მანდატურებს 400 ლარი აქვთ”,- განაცხადა შორენა ზედგინიძემ.

თუმცა, როგორც ერთ-ერთმა მანდატურმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების ხელფასი განსხვავებულია. იმ მანდატურებს, რომლებმაც გარკვეული გამოცდები ჩააბარეს და შესაბამისი სერტიფიკატებიც აიღეს, ხელფასის სახით, 500 ლარი ერიცხებათ, ხოლო მათ, რომლებსაც მსგავსი სერტიფიკატი არ აქვთ - 400.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმაც.

„აღნიშნული გამოცდა მანდატურთა ნახევარზე მეტს აქვს გავლილი, თუმცა, ამ ეტაპზე საუბარია იმაზე, რომ ყველა მანდატურს ერთნაირი ხელფასი ჰქონდეს. მათ შორის იქნებიან ისინი, ვისაც სერტიფიკატი ჰქონდათ. ხელფასი მათთვისაც მომატებული გამოდის ამ შემთხვევაში. დღეს საქართველოს მასშტაბით, საგანმანათლებლო დაწესებულების 1 300 მანდატური გვყავს და აღნიშნული ცვლილების შემდგომ ყველას ერთნაირი ხელფასი ექნება“, - განაცხადა ზედგინიძემ. 
 
Etaloni.ge-ს კითხვაზე ჩააბარებენ თუ არა მანდატურები გამოცდებს კვლავ და გაგრძელდება თუ არა მათთვის სერტიფიკატების გაცემა, შორენა ზედგინიძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ აღარ გაგრძელდება, რადგან პრიორიტეტი ხელფასის მომატება და გათანაბრება იყო.

„ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის და არც დაწყებულა. სავარაუდოდ, აღარ გაგრძელდება, ვინაიდან, ასეთი რეფორმა განხორციელდა და ყველა მანდატურს ხელფასი მოემატება. ამ ეტაპზე ეს არის პრიორიტეტი. იცით, რომ მანდატურის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა და ყველა მანდატური ერთნაირად გადამზადდება. ერთნაირად მოემატათ ფუნქცია-მოვალეობები და გაძლიერებული ფორმატით ერთნაირად შეუერთდებიან მუშაობას. შესაბამისად, ყველა მანდატურს ერთნაირი ხელფასი ექნება“,-  გვითხრა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

რატომ ვერ მიიღეს მასწავლებლებმა ფინანსური დახმარება - განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა 

განცხადებების მიღება 14 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი - იხილეთ დეტალური ინფორმაცია

„მოხდა შემზარავი დანაშაული ჩემი შვილების მონაწილეობით“ - სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა - თანხის გადახდა 7 მაისის 18:00 საათამდე შეგეძლებათ

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მათი ნამუშევრები ასახავს ქართული ანბანის სილამაზეს, სისუფთავესა და უნიკალურობას

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ეროვნული დღესასწაული საინტერესო  პრეზენტაციებით მიულოცეს

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება