სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

30-12-2018
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს საჯარო სკოლის აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა ქართულ ენაზე დადგეს სპექტაკლი ("ზეიმი სხვენში" - რეზო ინანიშვილი) , რომელსაც ამავე სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ხათუნა ჭეშურაშვილი ხელმძღვანელობდა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან მანანა ცუცქირიძესთან და იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორთან ვაგიბახმედოვთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდა სპექტაკლზე საგანგებოდ მიწვეული სტუმარი საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩენპიონატ "ეტალონის" ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი.  

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მანანა ცუცქირიძემ მოსწავლეების მიერ დადგმული სპექტაკლი დადებითად შეაფასა და ეტალონი.გე -სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აზერბაიჯანელი მოსწავლეები ყოველდღიურად ცდილობენ გაიუმჯობესონ სახელმწიფო ენის ცოდნის ხარისხი. მანანა ცუცქირიძის თქმით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ქართულ პროექტებსა და ინტელექტ- ჩემპიონატებში.

„მუნიციპალიტეტის მასშტაბით ოთხი სოფელია, სადაც ჩვენი აზერბაიჯანელი მოსწავლეები ცდილობენ დაეუფლონ ქართულ ენას. ისინი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებულ არაჩვეულებრივ პროექტებში მონაწილეობენ და ცდილობენ ყოველდღიურად გაიუმჯობესონ სახელმწიფო ენის ცოდნის ხარისხი. მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ სექტორზე მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. შარშანდელი მონაცემებით იორმუღანლოს საჯარო სკოლაში ქართულ სექტორზე მოსწავლეთა რაოდენობა 200 - მდე იყო, ხოლო წლევანდელი მონაცემებით, რაოდენობა 400 - მდე გაიზარდა. ამ ყველაფერს, არაჩვეულებრივ პროექტებთან ერთად განაპირობებს პირადად მათი მონდომება ისწავლონ და ისაუბრონ ქართულად. მათ მონდომებაზე მეტყველებს ის არაჩვეულებრივად დადგმული სპექტაკლი, რომელიც ჩვენ ვნახეთ. ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ კარგად ესმით რამდენად აუცილებელია საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქისთვის, ფლობდეს ქართულ ენას. აღსანიშნავია ისიც, რომ მონდომება მათ ძალიან კარგად უფასდებათ. წელს ჩვენი 10 აზერბაიჯანელი მოსწავლე გრანტით ჩაირიცხა ქართული ენის მომზადების ერთწლიან პროგრამაში, რომლის გავლის შემდეგაც თითოეული მათგანი მეორე კურსიდან გააგრძელებს მისთვის სასურველი პროფესიის შესწავლას. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ პროექტები ხორციელდება უშუალოდ მუნიციპალიტეტის მასშტაბითაც, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი აზერბაიჯანელი მოსწავლეების ინტეგრაციას. ამ პროექტების ფარგლებში აზერბაიჯანელი და ქართველი ბავშვები ახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს და მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტებში. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მათ დამეგობრებას. შედეგად ბავშვები უკეთესად სწავლობენ სახელმწიფო ენას და ხშირად ხდება ისიც, რომ მოსწავლეებისა და მშობლების მონდომებით აზერბაიჯანელი ბავშვები გადადიან ქართულ სკოლაში სასწავლებლად“

იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორმა ვაგიბახმედოვმა სკოლაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს კარგად აქვთ გათვითცნობიერებული მომავალში წარმატების მისაღწევად ქართული ენის ცოდნის აუცილებლობა:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები ძალიან ცდილობენ უკეთესად აითვისონ სახელმწიფო ენა. რადგან კარგად იციან, რომ საქართველოში მცხოვრებმა ნებისმიერმა მოქალაქემ აუცილებლად უნდა იცოდეს ქართული და ამის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევენ. სკოლაში გვაქვს ქართული ენის ოთახი, სადაც ჩვენი მოსწავლეები ძალიან დიდ დროს ატარებენ . სკოლის ქართული ენის მასწავლებლებიც, ხათუნა ჭეშურაშვილი და დალი ოსეფაშვილი ნებისმიერ დროს მზად არიან დაეხმარონ მათ. ბავშვები ერთმანეთშიც ხშირად საუბრობენ ქართულად. გვყავს ძალიან ბევრი წარმატებული სკოლადამთავრებული, რომლებიც დღეს ქართულ უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას“

იორმუღანლოს საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგმა ხათუნა ჭეშურაშვილმა ეტალონი.გე- სთან საუბრისას აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი მოსწავლეები ხშირად არიან ინიციატორები გაეცნონ ქართულ პოეზიას და დაგეგმონ სხვადასხვა სახის ღონისძიებები სკოლაში:

„სკოლაში ფუნქციონირებს „წიგნიერების წრე“ , რომელიც ითვალისწინებს საგაკვეთილო საათების გარდა ქართული ენის დამატებით გაკვეთილებს. ამ წრის ფარგლებში ქართული ენის მასწავლებლები სკოლაში ვგეგმავთ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ჩვენს აზერბაიჯანელ მოსწავლეებთან ერთად. რომლებიც ხშირად არიან ინიციატორები, სწავლობენ ქართულ ლექსებს, კითხულობენ და ხშირად საუბრობენ ერთმანეთში ქართულად. მათ ნამდვილად უნდათ ისწავლონ და იყვნენ წარმატებულები საქართველოში. და ჩვენც, ქართული ენის მასწავლებლები ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მათ, წარმატების მიღწევაში“ 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება