| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ფშაველის საჯარო სკოლაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ცოფის თემაზე შეხვედრა ჩაატარეს.
შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ფშავლის საჯარო სკოლის I-VI კლასის მოსწავლეები, იყო ძალიან საინტერესო და ინფორმაციული. სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცნეს მოსწავლეებს ცხოველებში ცოფის დაავადების პრევენციის მიზნით გადაუდებელი პროცედურების აუცილებლობის შესახებ. დეტალურად ისაუბრეს ცოფის როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში და მომაკვდინებელ ვირუსზე და მისგან ადამიანების დასნეულების, თავდაცვის გზებზე.
შეხვედრის დასასრულს სააგენტოს თანამშრომლებმა მოსწავლეებს დაურიგეს სამახსოვრო ბუკლეტები, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი ცოფის შესახებ ინფორმაცია.
სკოლის წარმომადგენლის აღნიშვნით, ისინი მიესალმებიან მსგავსი სახის საგანმანათლებლო აქციებს და სკოლაში მეტად მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო აქციის ჩატარებისათვის მადლობას უხდიან სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა