| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N107 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „გეოვიქტორინა 2018“-ის ფინალურ ტურში საპრიზო მესამე ადგილი მოიპოვეს.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სკოლის მოსწავლეთა კონკურსის - „გეოვიქტორინა 2018“-ს ფინალური ტური მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში ჩატარდა.
თბილისის N107 საჯარო სკოლის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით: ალუდა ბეკურიშვილი (კაპიტანი), ანა გლაზოვა, გვანცა ახვლედიანი, ირაკლი ზვიადაური, რატი ქენქაძე (პედაგოგი ინეზა ქელეხსაშვილი) მოიპოვა საპრიზო მესამე ადგილი.
გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები და ჯილდოები გადასცეს ცნობილმა მოჭადრაკემ, საერთაშორისო არბიტრმა, დავით გურგენიძემ და თსუ-ს მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელმა, საქართველოს ფინანსთა ექსმინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა