| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლა გამოირჩევა აქტიურობებით. ,,ბედნიერი ბავშვობა ჩვენი უფლებაა" - ერთი-ერთი ღონისძიებაა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართულები სკოლის მოსწავლეები.
სკოლას ჰყავს FLEX-ის პროგრამის გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებიც სწავლობდნენ და ერთ-ერთი მათგანი ახლაც სწავლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
პირველი ფინალისტი იყო იდა ასლანიშვილი, ასევე ძალიან წარმატებული სტუდენტია ახლა, რომელმაც ესტაფეტა გადასცა ანა ბრჟეზოვსკაიას, ანა წელს აბიტურიენტი გახდა რომელმაც 50% გრანტი მოიპოვა. მესამე გამარჯვებული კი ელენი ბასილაშვილი გახდა.
სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროგრამებით სხვადასხვა ბანაკებშიც მიიწვიეს.
ასევე, ამ ზაფხულს, X კლასის მოსწავლე ვიტალი დევრისაშვილი გაემგზავრა ბაკურიანში გაეროს ბავშვთა დაცვის ფედერაციის ტრენინგ ბანაკში ''გახდი აქტიური მოქალაქე''.
საჯარო სკოლას ჰყავს ეკო კლუბის წევრი ბავშვები, საამაყო სპორტსმენები და ასევე ჰყავს თავისი ანსამბლი.
სკოლის ძალიან ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული, რომლებიც გარდა იმისა რომ ნაყოფიერად მუშაობენ, ასევე არ ივიწყებენ საკუთარ სკოლას და ანხორციელებენ სხვადასხვა პროექტებს.
2016 წელს დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები. დარეგისტრირებული ათი მოსწავლიდან, გამოცდა ცხრა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულა.
იხილეთ ფოტოებისაგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა
ორი საგნის საგამოცდო პროგრამის, ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ჩვენი მიზანია, თითოეულმა მათგანმა იგრძნოს, რომ აქ მეორე სახლია“...
„თითოეულ პირველკლასელს იმაზე მეტი სითბო და სიყვარული უნდა დავახვედროთ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება“...
დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა
ახალგაზრდებს თბილი სურვილებით დაემშვიდობნენ კლასის დამრიგებლები - კარინე გაბრიელიანი და ვალენტინა ელიაზიანი
19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...