სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ცოდნის ზეიმია“ - თიანეთში 2018-2019 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
12-12-2018
-
+


თიანეთის  მუნიციპალიტეტში 7 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ეტაპი უკვე მომავალი წლის თებერვალში იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

თიანეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ირაკლი ზვიადაური:

ტესტირების პროცესი ერთდროულად 11  სკოლა ჩაერთო.  ყველგან ორგანიზებულად და იდეალურად ჩატარდა.  კარგი შედეგები გვაქვს. მეორე ეტაპისთვის  გულდასმით ვემზადებით. „ეტალონი“  იდეალური და კარგია,  ნეტა ბევრი იყოს ასეთი კარგი პროექტი. ის ეტალონია იმისა, თუ როგორ უნდა გავზარდოთ ქართველები გულანთებულ მოქალაქეებად.

თიანეთის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ნათელა კოჭლამაზაშვილი:

ჩვენი სკოლიდან  ტესტირებაში მონაწილეობა 58-მა მოსწავლემ მიიღო.  საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. შედეგებით კმაყოფილნი ვართ და მეორე ტურისთვის ვემზადებით.  „ეტალონი“  ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან მოსწავლეს ზოგადი ცოდნის დონეზე წარმოდგენას აძლევს, თვითშეფასებას უმაღლებს, შესაძლებლობებს განასაზღვრინებს. შესაბამისად, ცოდნის ამაღლებას ცდილობენ, რომელიც ცხოვრებაში გამოადგებათ. მადლობა „ეტალონს“ ამ ყველაფრისთვის.

თიანეთის N1 საჯარო სკოლა, „ეტალონის პედაგოგი“ ლეილა ლევერაშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. შედეგებით კმაყოფილნი ვართ. პროცესზე მეთვალყურეები გვყავდა. ქულებით კმაყოფილნი ვართ.  ბუნებრივია, მეორე ტურისთვისაც ვემზადებით. „ეტალონზე“ ძალიან საინტერესოა, აქტიურად მონაწილეობენ.  შარშან ჩვენი სკოლის მოსწავლე გახდა „ეტალონი“ და ამან სხვა მოწაფეებსაც მოტივაცია მისცა.

თიანეთის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი და „ეტალონის პედაგოგი“ ლელა ზატუაშვილი:

ტესტირებამ მშვიდად და კარგად ჩაიარა. მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ. პროცესს 29 მოსწავლე დაესწრო. მოწაფეებს გამარჯვების მოტივაცია აქვთ. მეორე ტურისთვის  ვემზადებით.  „ეტალონი“ ცოდნის ზეიმია. ის სწავლით დაინტერესებასა და მამულიშვილობას გულისხმობს. ტესტები ისე არის შედგენილი, რომ თითოეული კითხვა გულს ეხება.

ჟებოტის საჯარო სკოლა, დირექტორი ინეზა ციხიშვილი:

ტესტირებამ მშვიდ ვითარებაში, ორგანიზებულად  ჩაიარა. დამსწრეები გვყავდა. მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, გამარჯვება სურთ. მეორე ტურისთვისაც ვემზადებით. ეს პროექტი ცოდნის დაგროვების, საკუთარი თავის გამოცდის, სტიმულის მიცემის საშუალებაა. მოსწავლეები საკუთარ ცოდნას ანალიზს უკეთებენ, სწავლის მოტივაცია ეძლევათ და  უკეთესები ხდებიან.  

ჟებოტის საჯარო სკოლა, „ეტალონის პედაგოგი“  ნინო საღირიშვილი:

ტესტირების პროცესში  21-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა და მოსწავლეები აღნიშნულში მაღალი ინტერესით ჩაერთნენ. უმეტესობას გამარჯვება სურს. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონით“ მოწაფეებისთვის სტიმულის მიმცემია. პროექტით საკუთარი ცოდნის მობილიზებას ახერხებენ. მათ მოტივაცია გაუჩნდათ, რომ მეტი ისწავლონ.

ტუშურების საჯარო სკოლა, დირექტორი დავით ხუმარაშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მოსწავლეები პროცესით კმაყოფილები იყვნენ.  „ეტალონი“ აუცილებელი და ფასეული  პროექტია, რადგან მის გამო ბავშვები  წაუკითხავ ტექსტებსაც კი კითხულობდნენ. შესაბამისად, მათ სწავლის მეტი მოტივაცია უჩნდებათ.

ზარიძეების საჯარო სკოლა, დირექტორი ზვიად გიანაშვილი:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში, სამართლიანად, ინსტრუქციის მიხედვით ჩაიარა. მოსწავლეები მონდომებულნი იყვნენ. მეორე ტურისთვის დიდი შემართებით ვემზადებით. ეს პროექტი ანალიტიკურ აზროვნებას და ცნობიერების გაღრმავებას უწყობს ხელს. ამ პროექტის საქართველოში  ანალოგი არ აქვს.

ზარიძეების საჯარო სკოლა, „ეტალონის პედაგოგი“  მარინა თოთიაური:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და პროცესში მონაწილეობა 15-მა მოსწავლემ მიიღო. აქედან  ბარიერი 7-მა გადალახა. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ ბევრ რამეს ნიშნავს. ამით დიდ გამოცდილებას იღებენ. მე პირადად ტესტების კითხვები ძალიან მომწონს.

ახალსოფლის საჯარო სკოლა, დირექტორი გიორგი დავითაშვილი:

პირველმა ეტაპმა მაღალ დონეზე, ინტერესის ფონზე ჩაიარა. ტესტირება ობიექტურად ჩატარდა. მოსწავლეებს ცოდნის გამომჟღავნების საშუალება ჰქონდათ. სულ 18 მოწაფე მონაწილეობდა. 50 ქულას კი  10 მათგანი ასცდა.  მოსწავლეებმა პროცესს კარგად გაართვეს თავი. შედეგებით კმაყოფილები ვართ. ვემზადებით მეორე ეტაპისთვის. „ეტალონს“ მუდმივად ელიან ბავშვები.

ახალსოფლის საჯარო სკოლა, „ეტალონის პედაგოგი“ ჯილდა კაცელაშვილი: 

ტესტირებამ კარგად ჩაიარა, ბავშვები მონდომებულნი იყვნენ. მონაწილეობა 13-მა მოსწავლემ მიიღო, მათგან 10-მა  ბარიერი  გადალახა. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, რომელიც მათ დიდ მოტივაციას აძლევს და საგანმანათლებლო სივრცეში ყველაზე დასაფასებელია. 

ხევსურთსოფლის საჯარო სკოლა, „ეტალონის პედაგოგი“ ლია სიმონიშვილი:

კარგად ჩაიარა პროცესმა. მოსწავლეებს ეს პროექტი მოსწონთ. კარგი ქულებიც მიიღეს. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. „ეტალონი“  მათ ლიდერობას ასწავლის. მოწაფეებს თვითშეფასების ამაღლებასა და  წინსვლაში ეხმარება.

ხევსურთსოფლის საჯარო სკოლა, დირექტორი ზინა კენკიშვილი:

ტესტირებამ კარგად  ჩაიარა. მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ, რადგან პროცესში უმრავლსობა   ჩაება. მათ გამარჯვება სურთ.  შედეგებით კმაყოფილნი ვართ. „ეტალონი“ ქართული პროექტია და მოსწავლეებს ასწავლის, რომ ცოდნა და მამულიშვილობა აუცილებელია. ასევე, მოწაფეებს სტიმულს აძლევს, რომ  საკუთარ თავში მეტი ძალა მონახონ. 

ღულელების საჯარო სკოლა, დირექტორი  თინა ზარიძე:

ტესტირებაში მონაწილეობა 18-მა მოსწავლემ მიიღო. კარგი ქულებიც დაიწერა. პროცესმა მშვიდად და ობიექტურად ჩაიარა. მეორე ტურისთვის წელს უფრო მოტივირებულად ვემზადებით. ეს პროექტი თავის გამოჩენისთვის ძალიან კარგია, მოწაფეებისთვის პრესტიჟი და სახელია.

ღულელების საჯარო სკოლა, „ეტალონის პედაგოგი“  ნატო ბექაური:

მოსწავლეთა უმრავლესობას, ვინც ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო, გამარჯვება სურს. მაღალი ქულებიც დაიწერა. კარგი იქნება თუ „ეტალონი“ უფრო ხშირად ჩატარდება, რადგან ფაქტია, რომ კონკურენცია ამართლებს.

ნაქალაქრის საჯარო სკოლა, დირექტორი და „ეტალონის პედაგოგი“ ელზა ჯავარაშვილი:

ტესტირების პროცესში მოსწავლეები მაქსიმალური ინტერესით ჩაერთნენ. ისინი აღნიშნულით კმაყოფილები არიან და გამარჯვებაც სურთ. ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონით“ მოსწავლეები ცოდნას და უნარებს ამჟღავნებენ, ასევე, სწავლის მოტივაცია უმაღლდებათ.

სიონის საჯარო სკოლა, დირექტორი  მზია ბიჩინაშვილი:

ტესტირების პროცესმა ობიექტურად ჩაიარა. მას მეც პედაგოგებთან ერთად ვესწრებოდი. მოსწავლეები მონდომებულები იყვნენ. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ბევრს ნიშნავს. ეს პროექტი მათ ძალიან აინტერესებთ და  აქტიურად არიან ჩაბმულნი.

სიონის საჯარო სკოლა, „ეტალონის პედაგოგი“  თამარ ბეცეცაშვილი:

ტესტირებამ მშვიდად  ჩაირა. რამდენიმე წელია მონაწილეობას ვიღებთ და ყოველ წელს აბსოლუტურად მაღალი დაინტერესებაა. მეორე ტურში  გადასულებს აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. პროექტ „ეტალონით“ მოსწავლეები საკუთარ ცოდნას გამოცდიან და შესაძლებლობებს ამოწმებენ.

სიმონიაანთხევის საჯარო სკოლა, დირექტორი და „ეტალონის პედაგოგი“  ნინო ბუჯიაშვილი:

ტესტირებამ საინტერესო გარემოში ჩაიარა. მოსწავლეებმა კარგად იმუშავეს. მეორე ტურისთვის ვემზადებით. ბავშვები „ეტალონს“ წლიდან წლამდე ელიან, მოტივაციაცია აქვთ, მითუმეტეს, რომ შარშან ჩვენი სკოლის მოსწავლე მეორე ადგილზე გავიდა. ამიტომ, ძალიან მონდომებულნი არიან. 


შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება